ამბები

13:46 | 19.04.2014 | ნანახია 2237 - ჯერ

18-წლამდელები პორტუგალიას ამარცხებენ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პოლონეთში მიმდინარე ევროპის ელიტური ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ 21:3 ამარცხებს.

ამ შეხვედრამ უნდა განსაზღვროს, თუ ვინ დაიკავებს ბოლოსწინა ადგილს და ვინ გახდება წელს ევროპის მე-7 გუნდი ექვსი ერის წარმომადგენლების შემდეგ. ანგარიში პორტუგალიამ ჯარიმით გახსნა, რაზეც მალევე ბესიკ გოგოლაძემ ლელოთი უპასუხა, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ გარდასახვა გამოიყენა. 25-ე წუთზე ქართველებმა უპირატესობა გაზარდეს, ამჯერად ლელო ბექა გორგაძემ გაიტანა, ხოლო შესვენების წინ მეტოქეს ქართველთა მესამე ლელო გიორგი კოშაძემ დაუდო. ჯერ ლობჟანიძემ, ხოლო შემდეგ ირაკლი სვანიძემ გარდასახვები ზუსტად შეასრულეს და ტაიმი 21:3 დასრულდა.  


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090101