“შევარდენზე” რაგბის ეროვნული აკადემიის 16-წლამდელთა გუნდი, თბილისში შეკრებაზე ჩამოსულ ბელგიური რაგბის კლუბ USAB Waterloo-ს 17 წლამდელთა გუნდს შეხვდა.
რამოდენიმე დღის წინ, გუნდებმა პირველი თამაში გამართეს, რომელშიც აკადემიელებმა 55:0 გაიმარჯვეს. მეორე შეხვედრაში ზვიად ცუხიშვილმა და გიორგი ენუქიძემ აკადემიის ის 16-წლამდელები გაიყვანეს მოედანზე, რომლებმაც წინა მატჩში არ ითამაშეს.
მეორე თამაშში 16-წლამდელებმა კვლავ გაიმარჯვეს, მაგრამ ამჯერად უფრო მოკრძალებული ანგარიშით 22:15.
მატჩის შემდეგ, “ვოთერლოუს” სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თბილისურ შეკრებაზე, გუნდმა ფასდაუდებელი გამოცდილება დააგროვა, რომელიც მათ საშინაო ჩემპიონატში აუცილებლად გამოადგებათ.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია