“ჰაინეკენის თასის” მფლობელი, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი”, ტიტულის დასაცავად კარდიფში, “მილენიუმზე” ინგლისურ “სერასინთან” იბრძოლებს.
იყო შანსი იმისა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის, რომელიც ამ სახით წელს ბოლოჯერ თამაშდება, მხოლოდ ქართველი ლეგიონერების გუნდებს ებრძოლათ, მაგრამ ნახევარფინალში წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია. “ტულონმა” ირლანდიურ “მანსტერს” 37 ათასი მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და ჯონ უილკინსონის ფეხჩუბინობის ხარჯზე 24:16 იმარჯვა.
ინგლისელმა 7 ჯარიმა გაიტანა, რასაც ერთი მისმა თანამემამულე დელონ ერმიტაიჯმა შემატა და ინგლისელების ერთი ლელო, გარდასახვა და სამი ჯარიმა, ამ უპირატესობის გადასალახავად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრანგებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, ტაიმი 18:9 მოიგეს და 52-ე წუთზე მიღებული ლელო-გარდასახვის შემდეგ, მათი ჰანდიკაპი 2 ქულამდე შემცირდა, მაგრამ 64-ე და 79-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით, მეტოქეს წარმატებაზე ფიქრის შანსი მოუსპეს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ მიქაუტაძე იყო და შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა.
დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” ინგლისში “სერასინს” ეწვია და უშანსოდ, 6:46 დამარცხდა. ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 67 წუთი გაატარა, მაგრამ მისმა გუნდმა ჯამში 6 უპასუხო ლელო მიიღო.
ინგლისური “ბათი” და “ნორთჰემპტონი” გაითამაშებენ რანგით მეორე, “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ბოლო თასს. მათ ინგლისური კლუბები დაამარცხეს - “ბათმა” “უოსპს” ტუმრად 24:18 აჯობა, ხოლო “ნორთჰემპტონმა” “ჰარლექუინსი” 18:10 დაამარცხა.
“ჰაინეკენის თასი”
ნახევარფინალები. 26-27 აპრილი
სერასინსი (ინგლისი) - კლერმონი (საფრანგეთი) 46:6
ტულონი (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია) 24:16
ფინალი. 24 მაისი
სერასინსი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი)
ემლინ ჩელენჯ ქაფი
ნახევარფინალები. 25-27 აპრილი
უოსპსი (ინგლისი) - ბათი (ინგლისი) 18:24
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 18:10
ფინალი. 23 მაისი
ბათი (ინგლისი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია