ცნობილი გახდა კიდევ რამდენიმე დეტალი რანგით მე-3 ევროპული საკლუბო ტურნირის შესახებ, რომელშიც მომავალ შემოდგომაზე ქართული სარაგბო კლუბებიც ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ მომავალი შეჯიბრი “ამლინ ჩელენჯ ქაფის” შემცვლელად მოიაზრება და მასში იტალიის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის და პორტუგალიის გუნდები ჩაერთვებიან.
სექტემბერში კლუბებ ორ ჯგუფად დაიყოფიან და ერთწრიან ტურნირში უძლიერესებს გამოავლენენ. ჯგუფების გამარჯვებულები საგაისოდ უკვე რანგით მე-2 ევროპულ საკლუბო ტურნირში ითამაშებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია