ამბები

13:25 | 12.05.2014 | ნანახია 3790 - ჯერ

“ნატახტარის” 150 ათასი დოლარიანი ბონუსი რაგბის კავშირს

კომპანია “ნატახტარმა” სპორტული ჟურნალისტები, საქართველოს რაგბის კავშირისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები “შტელცეს სახლში” სპეციალურ საღამოზე მიიწვია.

ამ დღეს ლუდის კომპანიამ საქართველოს რაგბის კავშირს 150 ათასი დოლარის მოცულობის ბონუსი გადასცა, რომელიც ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეოთხე გასვლით დაიმსახურა. კომპანია “ნატახტარმა” ამ გზით გადაუხადა რაგბის კავშირს მადლობა კავშირს სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის და  საქართველოს ერვონული ნაკრების თითოეულ წევრს იმ თავდადებისთვის, რომლითაც ისინი მოედანზე იბრძვიან.

“ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქართული სპორტის განვითარება წარმოადგენს, რადგან ჩვენი კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას სწორედ ისეთი სპორტული სახეობების მხარდაჭერით ცდილობს, როგორიც რაგბია. ჩვენი ეს მოკრძალებული საჩუქარი ქართულ რაგბს უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარება” - განაცხადა “ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.

კომპანიის საჩუქარი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. სტუმრებისთვის ადგილზე შეთავაზებული ლუდისა და სასიამოვნო სუფრის გარდა, “ნატახტარმა” იმ ჟურნალისტების ღვაწლიც არ დაივიწყა, რომლებიც ქართული რაგბის პოპულარიზაციისთვის ზრუნავენ და ყველა მათგანი სპეციალური დიპლომების გარდა თითო შეკვრა თუნუქის ქილის “ნატახტარის” ლუდით დაასაჩუქრა. დასაჩუქრებულთა შორის მოხვდნენ ზაალ გიგინეიშვილი, თემურ ჯაფარიძე, დავით მინაშვილი, ლაშა დვალიშვილი, ვოვა ნიკოლეიშვილი, ელენე ბილიხოძე, დიმა ობოლაძე, ზურა ქსოვრელი, ბესო ჯანგავაძე, აკაკი გვიმრაძე, გოგიტა ბუხაიძე, თამუნა ყულუმბეგაშვილი, დავით ხვადაგიანი, ნიკა რამიშვილი (რაგბის ქომაგთა კლუბის ხელმძღვანელი), ირაკლი დათეშიძე, გია გორგოძე. სპეციალური პრიზი გადაეცა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს.

გარდა ამისა, ყველა სტუმარს ჰქონდა საშუალება, რომ ფოტოები გადაეღოთ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბანერთან და საკუთარი ანაბეჭდი და ხელმოწერა დაეტოვებინათ სპეციალურ ბანერზე, რომელზეც ეწერა - მადლობა ქართულ რაგბის!


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.273335