ამბები

20:45 | 16.05.2014 | ნანახია 3077 - ჯერ

საქართველოს კაცთა და ქალთა რაგბი 7-ის ნაკრებები ამსტერდამის ტურნირზე

 

“ამსტერდამ სევენსი” რაგბი 7-ის ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც ქალთა და კაცთა ნაკრებები და კლუბები იღებენ მონაწილეობას. წლევანდელი ტურნირი 17-18 მაისს გაიმართება და მასში საქათველოს კაცთა და ქალთა რაგბი შვიდის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

კაცთა ნაკრები ტურნირზე დღეს გაემგზავრა. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, აღნიშნულ შეჯიბრს გუნდი ევროპიის გრან პრის სერიისათვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს, რომლის პირველი ეტაპი ლიონში, 7-8 ივნისს გაიმართება.

ამსტერდამის ტურნირზე ნაკრები ძლიერი შემადგენლობით გაემგზავრა. მასში ეროვნული ნაკრების რამოდენიმე მოთამაშეა. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი-ოფში მონაწილე კლუბების მოთამაშეების გამოძახება (“ლელო”, “არმია”, “ლოკომოტივი”), რომლებიც გუნდს ლიონის ტურნირის შეკრებაზე დაემატებიან.

კახა ალანია: “ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, პლეი ოფებში მონაწილე გუნდების მოთამაშეების წაყვანას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ევროპის გრან-პრის სერიისთვის მზადების ფარგლებში, ისინიც დაგვემატებიან, შეკრებას გავივლით და შესაბამისად, ლიონის ტურნირისთვის საკმაოდ ძლიერი გუნდის შერჩევას მოვახერხებთ. გუნდში წელს სიახლეა: სამწვრთნელო შტაბში ვეტერანი “ბორჯღალოსანი” და გამოცდილი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა დაგვემატა. ზაზას, რომელსაც დაცვის მწვრთნელის მოვალეობები დაეკისრა, მწვრთნელობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რაც გუნდს ნამდვილად დაეტყობა”.

შემადგენლობა: 1. დავით კაჭარავა, 2. ზურაბ ძნელაძე, 3. თედო ზიბზიბაძე, 4. ლაშა მალაღურაძე, 5. რევაზ გიგაური, 6. შავლეგ მახარაშვილი, 7. დიმიტრი კალანდაძე, 8. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ფრუიძე, 10. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 12. რამაზ ხარაზიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, ზაზა ლეჟავა

ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია

მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე

 

ქალთა ნაკრები  ამ ტურნირზე სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯაბა მალაღურაძის თქმით, ეს ტურნირი ნაკრებს კიდევ ერთ და კარგ შესაძლებლობას აძლევს, ფირა-აერის ევროპის სერიის A დივიზიონის მატჩებისთვის მოსამზადებლად, რომლის პირველი ეტაპი 7-8 ივნისს, ნორვეგიაში გაიმართება.

მან ასევე განაცხადა: “გუნდის მიზანს შარშანდელი შედეგის გამეორება, ანუ A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება წარმოადგენს. რა თქმა უნდა, გოგონები ეცდებიან ეს შედეგი გააუმჯობესონ და თუ კარგად ვითამაშებთ, შესაძლოა, ელიტურ 12-ეულსაც მივუახლოვდეთ”.

შემადგენლობა: 1. ანა პოღოსიანი, 2. ნინო ელოშვილი, 3. ბელა გოგსაძე, 4. მარეხი მაისურაძე, 5. შორენა გამსახურდია, 6. ანა ანდღულაძე, 7. ნათია ცინცქილაძე, 8. ნანა კაშია, 9. ქრისტინე გვაზავა, 10. სალომე საღარაძე, 11. ქეთევან მოდებაძე, 12. ანა კვაჭაძე.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

 

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084594