სიახლეები

17:36 | 5.02.2016 | ნანახია 1051 - ჯერ

ჯერედ ფერთი მამუკაშვილის თანაგუნდელი გახდა

შალვა მამუკაშვილის გუნდმა, შოტლანდიურმა „გლაზგო უორიორსმა“ ახალზელანდიელი ბურჯი ჯერედ ფერთი 2,5 წლით გაიფორმა.
ჯერედი 24 წლის წინ ოკლენდში დაიბადა და უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში „მანუკაუს“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, ხოლო სუპერ რაგბის გასულ სეზონში „ჩიფსის“ მაისური ორ თამაშში მოირგო.
„მოხარული ვარ „მებრძოლებთან“ ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებით. ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა ჩემთვის. ყვგელა, ვისაც ვიცნობ და ვეკითხებოდი, გლაზგოს და კლუბს საუკეთესოდ მიხასიათებდნენ და მეც ამ ვარიანტს ბოლომდე ჩავეჭიდე. „გლაზგოში“ „კივებს“ ადრეც უთამაშიათ და ვფიქრობ, აქ საქმეები კარგად ამეწყობა“ - თქვა ფერთმა.
„ჩვენ ვაკვირდებოდით ჯერედს ITM Cup-ის თამაშებისას და მან ძალიან კარგი რეპუტაცია მოიპოვა. ვეცდებით ყველანაირად დავეხმაროთ მას კლუბში სწრაფად ინტეგრირებისთვის და ვიმედოვნებთ, მალევე შევძლებთ ჯერედის თამაშებში გამოყენებას. დარწმუნებული ვარ, ის ახალ ძალას შემატებს ჩვენი გუნდის შერკინების პირველი ხაზის თამაშს“ - დაამატა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082937