ინგლისის “ლონდონ უოსპსი” და ფრანგული “სტად ფრანსე” პირველი გუნდები არიან, რომლებიც ახალ ევროპულ საკლუბო ტურნირ European Rugby Champions Cup-ში ჩართვნენ.
ორრაუნდიან შესარჩევ პლეი ოფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა და ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით 29:30 დამარცხდა, მაგრამ ეს ის სხვაობა არაა, რომლის აღმოფხვრაც 24 მაისს პარიზელებს საკუთარ მოედანზე არ შეუძლიათ. ქართველ პირველხაზელთაგან მატჩში მონაწილეობა ქუბრიაშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა.
ანგარიში მე-3-ე წუთზე ინგლისელებმა ჯარიმით გახსნეს, რაზეც ფრანგებმა მე-11-ე წუთზე ლელო-გარდასახვით უპასუხეს. მასპინძლებმა ხუთ წუთში ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო 27-ე წუთზე ლელო-გარდასახვით თავად დაწინაურდნენ. “სტად ფრანსემ” მალევე მეორე ლელო გაიტანა და ტაიმი 12:13 დათმო. მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი “უოსპსის” იყო, რომელმაც ერთი ჯარიმის პასუხად ორი ლელი გაიტანა და გარდასახვებიც ზუსტად შეასრულა. პარიზელებმა თავისი მესამე ლელო 63-ე წუთზე გაიტანეს, 74-ეზე მეოთხედ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში და 29:27 დაწინაურდნენ, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ჯარიმა მიიღეს და ერთი ქულის სხვაობით დამარცხდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია