ინგლისური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა ჯონი ვილკინსონი მიმდინარე სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერას დაასრულებს.
ფრანგული “ტულონის” მე-10 ნომერი პროფესიონალთა შორის კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს: 24 მაისს, კარდიფში, “ჰეინეკენის თასის” ფინალს ინგლისური “სარასენსის” წინააღმდეგ და 21 მაისს, “სტად ფრანსეზე” – საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალს “კასტრთან”.
საბედნიეროდ, ჯონი რაგბის საერთოდ მიტოვებას არ აპირებს და “ტულონის” სამწვრთნელო შტაბშივე დასაქმდება.
ვილკინსონს ინგლისის ნაკრებში – 91, ხოლო “ბრიტანელ ლომებში” 6 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი 67 მოგება და 1246 (!) ქულაა.
ჯონის მსოფლიოს თასის ფინალში ორჯერ უთამაშია და “ექვსი ერის თასის” 4-გზის მფლობელი გახლავთ. ყველას ახსოვს მისი არეკნი 2003 წლის მსოფლიოს თასის გადამწყვეტი მატჩის დამატებით დროში, რომელმაც “ვარდებს” ავსტრალიასთან გამარჯვება მოუტანა.
“ტულონის” პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა ინიციატივაც კი წამოაყენა, რომ უილკინსონის საპატივცემულოდ, 10-ნომრიანი მაისური მისი გუნდიდან საერთოდ ამოღებულ იქნას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია