საერთაშორისო

14:35 | 27.03.2021 | ნანახია 1774 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "თამაში ჩვენი სცენარით თუ წარიმართა, ლამაზი თამაში გამოგვივა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ბოლო კვირაში იმ იმ დეტალებზე იმუშავეს, რაც წინა შეხვედრებში არ გამოუვიდათ.

მაისაშვილი ამბობს, რომ თუ თამაში მათი სცენარით წარიმართება, ლამაზი და სანახაობრივი რაგბის ჩვენებას მოახერხებენ.

"მაყურებელი რაგბს ალამაზებს, განსაკუთრებით ისეთი მაყურებელი, როგორიც ჩვენ გვყავს. განებივრებულები ვართ მათი მხარდაჭერით და მოუთმენლად ველოდებით თამაშის დაწყებას. გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ასევე ტაქტიკურად და ტექნიკურად. ეს ბოლო კვირაა და ვიმუშავეთ იმ დეტალების სრულყოფაზე, რაც წინა თამაშებში არ გამოგვივიდა. ვისურვებდი, რომ ბიჭებმა შეძლონ ემოციისა მართვა და მეტი ყურადღება მიაქციონ შეტევების დაბოლოებას. სხვა მხრივ მზად ვართ და თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, ლამაზი და სანახაობრივი თამაში გამოგვივა.

არსებულ მდგომარეობაში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. დაგვაკლდებიან ტრავმირებული მოთამაშეები. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ბექა საღინაძე, რომელმაც წინა ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. პირველ ხაზში მუდმივად გვაქვს როტაცია. შეთანხმების თანახმად, კლუბს დაუბრუნდა გურამ გოგიჩაშვილი და დებიუტი ექნება ახალგაზრდა ბურჯ ნიკა აბულაძეს" - თქვა მაისაშვილმა.

რუმინეთთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გულშემატკივარი თითოეული მოთამაშისთვის ბევრს ნიშნავს:

„მთელი სიამოვნება, რაც სპორტსმენობას შეეხება გულშემატკივრებთანაა დაკავშირებული. მათი ემოცია და ატმოსფერო, თითოეული მოთამაშისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს და შეგვიძლია გულშემატკივრის გახარება", - განაცხადა მერაბმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებას სამი ტურის შემდეგ 14 ქულით ლიდერობს, რუმინეთთან მატჩი კი 28 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085664