საერთაშორისო

18:00 | 20.03.2021 | ნანახია 1674 - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "ეს გამარჯვება ჩვენს ძმას ეძღვნება, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავკარგეთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან (23:6) გამარჯვება რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ 27 წლის მორაგბეს, გიორგი ლომთაძეს მიუღძვნა. როგორც მან განაცხადა, ის ყოველთვის ემახსოვრებათ.

ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ - გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა.! ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს", - თქვა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ისტორიაში 23-ედ (25 თამაშიდან) დაამარცხა და მათ შორის, ზედიზედ მეოცედ! „ბორჯღალოსნებმა“ ამ მატჩში ბონუსქულაც მოიპოვეს და რაგბი ევროპას სამი ტურის თავზე 14 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები 28 მარტს, „მიხეილ მესხზე“ თბილისში, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081143