საერთაშორისო

16:50 | 20.03.2021 | ნანახია 3261 - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ზედიზედ მეოცედ დაამარცხა!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპას მორიგ, მესამე ტურში რუსეთის ნაკრები დაამარცხა! ლევან მაისაშვილის გუნდმა ბოლო პერიოდში უდაოდ საუკეთესო თამაში ჩაატარა და „დათვებს“ კიდევ ერთხელ შანსი არ დაუტოვა.

კალინინგრადში „ბორჯღალოსნებმა“ მართლაც კარგი რაგბი აჩვენეს და უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. თედო აბჟანდაძის ორი ჯარიმით ქართველი მორაგბეები დაწინაურდნენ, რასაც ნატრაქტამდე აკა ტაბუცაძის ბრწყინვალე ლელო და თედო აბჟანდაძის მორიგი ქულები მოჰყვა - ამჯერად, მან ლელო მიითვალა. რუსებმა საქართველოს ორ ლელოსა და ორ ჯარიმას გაისინის კინკილა ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 16:3 მოვიგეთ. ფაქტი იყო, რომ ლევან მაისაშვილის გუნდი გამარჯვებამდე საქმეს მშვიდად მიიყვანდა.

მეორე ტაიმი გაისინი სწრაფი ჯარიმით დაიწყო და მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ სულ მალე დავით ნინიაშვილმა მესამე ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა და მატჩის ბოლო 20 წუთში არაფერი შეცვლილა - 23:6!

საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ისტორიაში 23-ედ (25 თამაშიდან) დაამარცხა და მათ შორის, ზედიზედ მეოცედ! „ბორჯღალოსნებმა“ ამ მატჩში ბონუსქულაც მოიპოვეს და რაგბი ევროპას სამი ტურის თავზე 14 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები 28 მარტს, „მიხეილ მესხზე“ თბილისში, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

რუსეთი - საქართველო 6:23 (3:16)

ქულები: 0:3 აბჟანდაძე (3), 0:6 აბჟანდაძე (21), 0:11 ტაბუცაძე (29), 3:11 გაისინი (38), 0:16 აბჟანდაძე (39), 6:16 გაისინი (48), 6:21 ნინიაშვილი (60), 6:23 აბჟანდაძე (61)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:07 | 21.03.2021
dinamo222 (692)

რაოო ? ნატრაკტამდე აკა ტაბუცაძის ბრწყინვალე ლელოო ? DDD

17:35 | 20.03.2021
გუსანი (34)

კარგია, მაგრამ არა შესანიშნავი, ასეთი მოგება 6-7 წლის წინ ჩვეული მოვლენა იქნებოდა , ამჟამად კი მეტად გვიხარია, იმიტომ რომ რუსეთს მომატებული აქვს, ჩვენ კი არა-ერთ დონეზე ვართ, ერთი და იგივე შეცდომები( თუ გინდა გაჩეჩილაძის ჯარიმა ამხტარ კაცზე- მითუმეტეს როცა ხედავ რომ დაგასწრო-ვინმემ ასწავლეთ... და ა.შ.) არავისზე ნაკლები პატრიოტი და დამფასებელი ვარ, მაგრამ უმეცრებად მიმაჩნია პრეტენზიები 6 ერში მიღებაზე, ამით მათ თვალში არაადექვატურობის, ნაკლებგანათლებულობის იმიჯს ვიქმნით... ზოგადად კი სამწუხაროდ ქვეყანაში ყველგან იგრძნობა საზოგადოებრივი განათლების დაბალი დონე,ზედაპირულობა, არაპროფესიონალიზმი.. თავად პარლამენტშიც, პროფესიებშიც... ეს ჩანს სპორტშიც....

0.109288