საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს. "ბორჯღალოსნების" თავკაცმა აღნიშნა, რომ მის გუნდს მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა და ამ კვირაში მხოლოდ ორჯერ ივარჯიშეს, მაგრამ სამაგიეროდ კვირა ანალიტიკური კუთხით დატვირთული იყო.
მაისაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნაკრები პროგრესირებს, განსაკუთრებით შერკინებაში, მაგრამ საქართველო მზადაა შინ გამარჯვებული დაბრუნდეს:
"წინასწარ ვიცოდით, რომ რუსეთთან მატჩისთვის, თამაშებს შორის 6-დღიანი სხვაობის და გადაფრენების გათვალისწინებით, მოსამზადებლად შედარებით მცირე დრო გვექნებოდა და ამისათვის მზად ვიყავით. ფიზმომზადებისა და სამედიცინო შტაბმა ფასდაუდებელი სამუშაო გაწია, რათა რეაბილიტაცია და აღდგენა მომხდარიყო. კვირის განმავლობაში სულ ორი ვარჯიში გვქონდა – სამშაბათს დატვირთვის გარეშე და ოთხშაბათს დაბალი ინტენსივობის, რადგან ამდენი გადაფრენის ფონზე, დიდი იყო ტრავმის მიღების საფრთხე. სამაგიეროდ, ეს კვირა დატვირთული იყო ანალიტიკური კუთხით.
„ვიცოდით, რომ დრო არ გვექნებოდა და ამიტომ, მოსამზადებელ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა ესპანეთთან მატჩის კვირაში გვქონდა. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, რომლისთვისაც ესაა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ. არაერთი მაგალითია იმისა, რომ ტრავმების, თუ სხვა მიზეზით დანაკლისის გამო, ძირითადში დაწინაურებულ მორაგბეებს თავი გამოუჩენიათ და გუნდში ადგილი დაუმკვიდრებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები იბრძოლებენ და მეტოქეს არაფერს დაუთმობენ.
რუსეთი მუდამ ცდილობს, რომ თავისთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. თბილისში, თვენახევრის წინ, პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, მათ თავდაჯერებულობა მოემატათ. ისინი შემადგენლობაში ახალ სახეებს ხედავენ და საკუთარ კედლებში თამაშს ოპტიმიზმით ხვდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს ამ თამაშის მნიშვნელობა და მზად ვართ იმისთვის, რომ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ.
ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა კარგად ვართ შეთამაშებული. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების პარალელურად, ჩვენი მიზანი ახალი მოთამაშეების გამოცდაა. ამ ტურნირზე აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეებიც განსაკუთრებულად მონდომებული არიან პორტუგალიასა და ესპანეთისგან თითო ლელო გავუშვით. რუსეთს მომატებული აქვს, განსაკუთრებით შერკინებაში, რაც ჩვენთანაც გამოჩნდა და რუმინეთთანაც. რაც შეეხება ამინდს, მას ჩვენ ვერ ვუკვეთავთ და ის ორივე გუნდისთვის ერთნაირი იქნება", - თქვა მაისაშვილმა.
პრესკონფერენციაზე იმყოფება "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან მოგება ადვილი არასდროსაა და ეს ყოველთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვდა:
"წინა თამაში რუსეთთან სასურველი სხვაობით ვერ მოვიგეთ, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. რუსეთთან მოგება მარტივი არასდროს ყოფილა და ჩვენ ამისთვის ყოველთვის დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა. რაც შეეხება ბოლო თამაშს, ბევრჯერ დავჯარიმდით და კონკრეტულ მონაკვეთებში, ვერ შევძელით დომინირება, რის გამოსწორებასაც ხვალ ვეცდებით. გარდა ამისა, თავად მსაჯმაც აღიარა, რომ ერთი ნაღდი ლელო შეცდომის გამო არ ჩათვალა. ასეთ შემთხვევაში ანგარიში ბევრად კომფორტული იქნებოდა.
გუნდში საოცარი ატმოსფეროა და ახალგაზრდების ინტეგრირება ძალიან კარგად მიდის. შეცდომებს ახალგაზრდა მოთამაშეებიც უშვებენ და გამოცდილებიც, თუმცა ამის გამო არავინ არავის საყვედურობს. ეს ბიჭები უკვე არიან კარგი მოთამაშეები და გამოცდილების მიღებასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდებიან", - ციტირებს შარიქაძის სიტყვებს რაგბის კავშირის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები რუსეთს 25-ედ შეხვდება. წინა 24 მატჩიდან 22 "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს (1 ფრე, 1 წაგება) და მათ შორის, ზედიზედ 19 გამარჯვება მოიპოვეს. მაისაშვილის გუნდი რაგბი ევროპას ორი ტურის თავზე 9 ქულით ლიდერობს, რუსეთს კი 20 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე, კალინინგრადში დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('https://vk.com/miselet?z=video539040432_456243321%2Ff4e705e6e407f83068%2Fpl_wall_539040432')>0?'https://vk.com/miselet?z=video539040432_456243321%2Ff4e705e6e407f83068%2Fpl_wall_539040432':'https://vk.com/miselet?z=video539040432_456243321%2Ff4e705e6e407f83068%2Fpl_wall_539040432'))
stripslashes((strlen('https://vk.com/miselet')>0?'https://vk.com/miselet':'https://vk.com/miselet'))
ეკუსვლაა ყველგან და ყველაფერში, როდემდის? თუ ზამბარისავით ვიკუმშებით და მერე ჰოპა და ..... ემანდ ძალიან შორს არ გადაგვაგდოს.... რუსეთთან არა თუ მოგება, მცირე სხვაობაც კი საბოლოოდ ორმოსკენ წაიღებს იმედებს....ერთმანეთს არ ვსაყვედურობთ კაპიტანმა!!! კი ბატონო, მაგრამ ერთი და იგივე შეცდემებზე ყოველი თამაშის შემდეგ ერთი და იგივე კომენტარი არ მოგწყინდათ? ვერ სწავლობთ? შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული,მაგრამ ერთი და იგივე?..
საუბედურიდ ასეა რუსეთმა აშკარად მოუმატა და ჩვენ კატასტროფული უკან სვლა გვაქვს @ და უკვე მაგრა მეშინია რომ რუსებმა შეიძლება მოგვიგონ @