რაგბი ევროპას მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. რაც მთავარია, გულშემატკივარს თამაშზე დასწრება შეეძლება!
რაგბის კავშირის ვებგვერდის ცნობით, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ხელმისაწვდომი.
საქართველოსა და რუმინეთის მატჩი 28 მარტს, "მიხეილ მესხზე" 15:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის გათამაშებას ორი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობენ, რუმინეთამდე კი 20 მარტს, სტუმრად რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია