ამბები

16:25 | 23.05.2014 | ნანახია 2843 - ჯერ

როგორ არკვევენ ურთიერთობას მორაგბეები

ინგლისის მორაგბეთა ჩემპიონატის ნახევარფინალში, რომელშიც “ნორთჰემპტონმა” “ლესტერი” 21:20 დაამარცხა, ნორთჰემპტომელთა ბურჯმა სალესი მააფუმ მოწინააღმდეგე გუნდის კვაჭი ტომ იანგსი ნოკაუტში ჩააგდო.

ინციდენტი 56-ე წუთზე მოხდა და რეფერიმ მააფუს წითელი, ხოლო იანგს ყვითელი ბარათი უჩვენა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის “ლესტერი” 17:9 იგებდა, მაგრამ 64-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, მერე ლესტერელებმა ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ 77-ე წუთზე კაცნაკლული მეტოქისგან კიდევ ერთი ლელო მიიღეს და 20:21 დამარცხებით ფინალის საგზური “ნორთჰემპტონს” დაუთმეს.

ზემოთნახსენები ინციდენტის მეორე დღეს, იანგსმა ტვიტერში თავის ოპონენტს სურათი გაუგზავნა, სადაც დარტყმის მომენტი იყო აღბეჭდილი და შემდეგი შინაარსის მინაწერი გაუკეთა: “ძალიან მაგარი დარტყმაა მეგობარო, ფინალში წარმატებებს გისურვებ”. სალესის პასუხმაც არ დააყოვნა: “სათამაშო ფორმის სხვადასხვა ფერმა, შესაძლოა, მსგავს ბრძოლაში ჩაგვითრიოს. ლუდი ჩემზეა”.

 

http://www.youtube.com/watch?v=SQzgCjwdpnU

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080604