საერთაშორისო

16:47 | 24.02.2021 | ნანახია 1741 - ჯერ

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: "დროა 6 ერზე შანსი საქართველოს მიეცეს"

ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა განაცხადა, რომ 6 ერში საქართველოს ნაკრებს შანსი უნდა მიეცეს. იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი „აძურის“ რეგრესით დამწუხრებულია, მაგრამ მიჩნევს, რომ ეს მიანიშნებს ცვლილელების აუცილებლობაზე.

„როგორც იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ამ გუნდის რეგრესით დამწუხრებული ვარ, მაგრამ ამის მიზეზი კარგად მესმის, რადგან იტალიაში რაგბი ფეხბურთს და ავტოსპორტს პოპულარობით ძალიან ჩამოუვარდება. ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როდესაც 6 ერზე პლეი-ოფის სისტემა დაინერგოს და საქართველოს შანსი მივცეთ. ისინი ვერ განვითარდებიან თუ უმაღლესი დონის ნაკრებებს წელიწადში ერთხელ შეხვდებიან და დანარჩენ შემთხვევაში მხოლოდ რუმინეთთან და ესპანეთთან ითამაშებენ. რაგბი არასდროს გახდება პოპულარული თუ სხვა ქვეყნებს შანსს არ მივცემთ“, - თქვა მალეტმა.

ნიკ მალეტი იტალიის ნაკრებში 2007-2011 წლებში მუშაობდა. აპენინელებს 6 ერზე თამაში უკვე 6 წელია არ მოუგიათ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.293859