საქართველოს ნაკრების მორაგბემ შალვა მამუკაშვილმა „ლესტერ ტაიგერსი“ დატოვა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებმა ხელშეკრულების გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს და შალვამ კლუბი უკვე დატოვა.
„შალვას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში და მადლობას ვუხდით „ლესტერში“ ამ მოკლე პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის“, - თქვა ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბორთვაიკმა.
30 წლის ქართველი „ლესტერს“ 2020 წელს შეუერთდა, მაგრამ ჯერ კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი შეწყდა და შემდეგ შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ, მხოლოდ ერთხელ ითამაშა.
მამუკაშვილს „ყოჩებში“, „არმიაში“, „შარკსში“, „გლაზგო უორიორზში“, „მონპელიეში“, „ტულონში“, „კარკასონში“, „ლოკომოტივსა“ და „ენისეში“ უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი ჩატარებულ 68 მატჩში 30 ქულა აქვს მოპოვებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია