შიდა რაგბი

16:06 | 24.02.2021 | ნანახია 747 - ჯერ

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ისევ ჩაიშალა

საქართველოს რაგბის კავშირი ისევ პრეზიდენტის გარეშეა. დღეს დაგეგილი ყრილობა ჩაიშალა, რადგან ქვორუმი არ შედგა.

ქვორუმისთვის საჭირო 50 ხმა იყო, მაგრამ ყრილობაზე მხოლოდ44 დელეგატი გამოცხადდა და ამიტომაც, პრეზიდენტი ვერ აირჩეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლო მომენტში იოსებ ტყემალაძე დარეგისტრიდა, რასაც ირაკლი აბუსერიძის გუნდისნ მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

რაგბის კავშირის ყრილობა არაუგვიანეს 10-30 დღის განმავლობაში ჩატარდება და ამჯერად ქვორუმისთვის საკმარისი 38 ხმა იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.295182