რუსეთის ნაკრებისა და ინგლისური „შარკსის“ მორაგბემ ვალერი მოროზოვმა საქართველოს ნაკრებთან მატჩი შეაფასა, რომელშიც მას არ უთამაშია. 26 წლის მოროზოვის განცხადებით, რუსეთმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს საქართველოს ნაკრები უნდა დაემარცხებინა.
„ყველაზე მეტად სტატიკის გამო ვღელავდი, მაგრამ ბიჭებმა ამის გაკეთება მოახერხეს. ერთ მომენტში შერკინებაც მოიგეს საქართველოს ნაკრების ხუთმეტრიან ზონასთან და ლელოც დადეს. მატჩი მომეწონა. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. თუმცა შეიძლება დაგვეტყო ნაკლები სათამაშო პრაქტიკა, რადგან რეალურად ეს მხოლოდ მეორე მატჩი იყო. რუსული კლუბები ჯერ კიდევ პრესეზონში არიან, რაც არ არის საუკეთესო დრო საერთაშორისო თამაშებისთვის. ფორმაში ყოფნისთვის გუნდმა ბევრი თამაში უნდა ჩაატაროს. ამის პრობლემა რუსეთის ნაკრებში გვაქვს, მაგრამ ეს საქართველო უნდა დაგვემარცხებინა“, - თქვა მოროზოვმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 16:7 დაამარცხა და ზედიზედ მე-19-ედ, ისტორიაში კი 22-ედ აჯობა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს სირები თითქმის ყველა თამაშზე ამას გაიძახიან 20 წელზე მეტია! ის კი არადა 46:0 როცა წააგეს, შეცდომები რომ არ დაგვეშვა მოვიგებდითო, ერთმა რუსსირიკომ! )))))))))))) ამის შვილთაშვილიც მაგას იტყვის 50 წლის შემდეგ, რუსეთი საერთოდ თუ იარსებებს მაშინ!
არც ისე ცუდათაა საქმე როგორც ჩანს, 10 წლის წინ როცა თაობათა ცვლა მოხდა პორტუგალიასაც ვერ ვუგებდით მაგრამ მერე გაიზარდნენ ბიჭები და ტონგა დავდეთ ბეჭებზე, ახლაც ასეთი პერიოდი გვაქვს და მიუხედავად ამისა მაინც ვიგებთ მოსაგებ ტამაშებს, ეს ბიჭები აწი წლიდან წლამდე მოუმატებენ მიტუმეტეს როცა რაგბიში სიტუაცია დალაგდება, თან ისიც გავითვალისწინოთ რომ თუნდაც მარტო გორგოძის დონის რაგბისტის წასვლა ჩვენ კი არა ტოპ ნაკრებებს დაეტყობოდათ.
მიეცათ ამ სირ..ბს ლაპარაკის თემა ჩვენების უსახური თამაშის გამო.
არაუშავს მალე ისევ ვეთამაშებით და დადგება ყველაფერი თავის ადგილზე.