საქართველოს ნაკრების მორაგბე ლაშა ჯაიანი კარიერას ინგლისის პრემიერშიფის ბინადარ „უოსპსში“ გააგრძელებს. ბრიტანულმა კლუბმა ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტურა, მაგრამ კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ არაფერი თქმულა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი ისტორიის გუნდს შევუერთდი. პატივია ამ შესაძლებლობის მიღება და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. „უოსპსში“ თამაში საშუალებას მომცემს ჩემს პროფესიულ კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგა“, - განაცხადა ლაშამ.
ლაშა ჯაიანი ბოლო პერიოდში მეორე ქართველია, რომელიც პრემიერშიფში გადავიდა. არც ისე დიდი ხნის წინ გიორგი კვესელაძე „გლოსტერს“ შეუერთდა.
22 წლის მორაგებს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა, ხოლო შემოდგომის ერთა თასზე (რვა ერი) „ბორჯღალოსნების“ შეუცვლელი ფიგურა იყო. რაც შეეხება „უოსპსს“, ინგლისურ გუნდს 6-ჯერ აქვს მოგებული პრემიერშიფი, ორჯერ ჩემპიონთა თასი და ერთხელ ჩელენჯ ქაფი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლაშა, წარმატებას გისურვებ ! ! !
ძალიან მაგარია.წარმატებები