ამბები

15:29 | 30.12.2020 | ნანახია 2604 - ჯერ

რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. დღეს ჩატარებულ ყრილობაზე „ბორჯღალოსნების“ ყოფილმა მორაგბემ ყველაზე მეტი ხმა მიიღო და რაგბის კავშირს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ყრილობაზე ხმის მიცემის 43 სუბიექტი მონაწილეობდა და 31-მა მათგანმა მხარი აბუსერიძეს დაუჭირა, ხოლო 10 ხმა ყოფილ პრეზიდენტ, გოჩა სვანიძეს ერგო, გორის "გორდამ", რომელსაც 2 ხმის უფლება ჰქონდა რეგისტაცია გაიარა, თუმცა წელს არ უთამაშია და საბოლოოდ ხმის უფლება არ მისცეს. მესამე კანდიდატი, ბაჩო ხურციძე ყრილობაზე არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძე ვეტერანი ქართველი მორაგბეა და საქართველოს ნაკრებში 2000-2013 წლებში 85 მატჩში 40 ქულა მიითვალა. საკლუბო დონეზე ის „ორიაკის“, „ორლეანისა“ და „ოსერის“ ღირსებას იცავდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:18 | 08.01.2021
ირაკლი (4)

ძაან აგვიანებს საიტი. საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა აბუსერიძე რადგან პროცედურული დარღვევებით ჩატარდა არჩევნები. თავიდანაა სხდომაც ჩასატარებელი და არჩევნებიც...

18:58 | 03.01.2021
lagashi ლელო (16)

მინდოდა კომენტარების მიხედვით წარმოდგენა შემექმნა აბუსერიძეზე და თურმე მთავარი ნაკლი მისი პოლიტიკური გემოვნება ყოფილა

15:09 | 31.12.2020
ოვალური კორბენი (276)

მართალია ბიძინას ტრ**ში ადგილი აღარ არის, მაგრამ ეს პატარაა და ყოველთვის ახერხებს ხოლმე ღრიჭოების გამონახვას

14:04 | 31.12.2020
fereidneli (24)

აი ეს აბუსერიძე იყო მაშინ ნიჟარაძე რომ იძულებული გახადა გადამდგარიყო და მაგის მერე სულ უკან მიდის ქართული რაგბი. გოჩა სვანიძე უნდა წასულიყო მაგრამ ამის მოსვლით არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, პირიქით უფრო გაფუჭდება.

19:07 | 30.12.2020
პანტელეიმონი (1218)

სვანიძეს მართველობა შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფული, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია უცოდინარი, ბოღმა, ქოცი პრეზიდენტის მოსვლა რაგბის პრეზიდენტად ! ! ! ამ კლანის მართველობის შედეგები არა ნაკლებ ზიანს მოუტანს ქართულ რაგბს ! ! ! ძალიან მინდა შევცდე ჩემს შეფასებაში ! ! !

13:31 | 31.12.2020
deme2222 (46)

რატომ ილანძღები პანტელეიმონ? ან ქოცი რას ნიშნავს? ახალი წელი მოდის მოდუნდი და შეხვდი ბედნიერად

14:03 | 31.12.2020
პანტელეიმონი (1218)

ლანძღვა - გინება რა არი, ამაზე შენგან განსხვავებული აზრი მაქვს პატივცემულო. რაგბი უსაზღვროდ მიყვარს და მხოლოდ საუკეთესო მინდა ამ სპორტისათვის და ამიტომაც მეფიქრება ამ წინა საახალწლოთაც გუშინ ჩატარებულ ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებზე. გილოცავთ, მრავალს დაგასწროთ ახალ წელს ბევრად უფრო ბედნიერ საქართველოში ! ! !

16:29 | 05.01.2021
deme2222 (46)

რაგბი თუ გიყვარს ქოცებად ნაცებად და ა.შ. არ უნდა მოიხსენიო ადამიანი, რომელსაც აქამდე ბევრი აქვს გაკეთებული და ამის შემდეგ გააკეთებს თუ ვერა წინასწარ ვერ გეცოდინება. პოლიტიკურ გემოვნებას კიდე არამგონია ვინმე უნდა გითანხმებდეს მერე რომ არ მიაყენო შეურაწყოფა. უნდა ოცენებას დაუჭერს მხარს უნდა ნაცებს და უნდა ლელოს.
მეც გილოცავ, წარმატებები

19:35 | 05.01.2021
პანტელეიმონი (1218)

როგორც გურულები ამბობენ ვერ მოვეწყობით მე და შენ

10:00 | 31.12.2020
dinamo222 (692)

ქოცი რა შუაშია ქოცების დედააც მაგრამ აბუსერიძე ათასჯერ ჯობია სვანიძეს !

13:31 | 31.12.2020
პანტელეიმონი (1218)

კარგი ბატონო, ქოცებისგანაც დაბრაკული ყოფილი ქოცი ხომ მაინც არის. სვანიძეს ჯობია, თუ არა ამას დრო გამოაჩენს. თავი, რომ დავანებოთ მის მეტყველების უნარს (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით - უუნარობას), რაც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე, წარმოდგენა არ გვაქვს მის მენეჯერულ შესაძლებლობაზე, აღარაფერს ვამბობ მის დიპლომატიურ უნარებზე, რომელიც სართაშორისო სარაგბო ოჯახში გაწევრიანებისთვის უმნიშვნელოვანესია (ამ უნარის დეფიციტი ნათლად ჩანს ქართული რაგბის მთავარი დონორის უახლოესი გარემოცვის და ევროპულ და მსოფლიო რაგბში შინაურ კაცთან - გია ნიჟარაძესთან მისდამი დამოკიდებულებაზე), რომლიც გამოჩნდა რომ არ აქვს. როგორც ჩანს მისი სამეგობრო მის ქართულ - ჯიგრულ უნარებს აფასებს, რითაც ეჭვი მაქვს აბუსერიძე ღმერთმა დიდად დააჯილდოვა. ვულოცავ კიდევ ერთ საძმოს კარგად მოწყობას, მაგრამ ვაი ქართულ რაგბს ! ! !

17:12 | 30.12.2020
dinamo222 (692)

ძალიან კარგიი ! მოშორდება ის უსაქმური სვანიძე თავოის ბანდასთან ერთად !

0.087147