საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით ქუბრიაშვილი „პერპინიანში“ რჩება და ფრანგულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
როგორც „პერპინიანის“ ვებგვერდი იტყობინება, ქუბრიაშვილმა ხელშეკრულება 2022 წლამდე გაახანგრძლივა.
34 წლის მორაგბე „პერპინიანს“ ოქტომბერში შეუერთდა და 9 მატჩში 1 ლელო მიითვალა. მას საქართველოს ნაკრების ღირსება 48-ჯერ დაუცავს, ხოლო სხვა და სხვა პერიოდში „მონპელიეს“, „ტულონის“, „სტად დე ფრანსესა“ და „გრენობლის“ შემადგენლობაში ირჯებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია