ბორჯღალოსნები

19:36 | 8.12.2020 | ნანახია 1400 - ჯერ

საღინაძე და შარიქაძე 8 ერის საუკეთესო სამეულში წარმატებული ბოჭვების რაოდენობით

საქართველოს ნაკრების მორაგბეები ბექა საღინაძე და მერაბ შარიქაძე შემოდგომის ერთა თასზე ბოჭვების რაოდენობით გამოირჩნენ. როგორც ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ყველაზე მეტი წარმატებული ბოჭვა საღინაძემ შეასრულა - 59.

ამ კომპონენტში ტურნირზე მესამე შედეგი აჩვენა მერაბ შარიქაძემ, რომელმაც დაცვაში კარგი ბოჭვა 53-ჯერ შეასრულა. ქართველ მორაგბეებს შორის ინგლისის ნაკრების წევრი ბილი ვინიპოლაა 57 წარმატებული ბოჭვით.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასი ინგლისთან, უელსთან, ირლანდიასთან და ფიჯისთან წაგებებით ბოლო, მერვე ადგილზეა.

„ბორჯღალოსნებმა“ ტურნირზე ჯამში 4 ლელო მიითვალეს, საიდანაც ორი სხვათა შორის, საღინაძის ანგარიშზეა, ხოლო თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანს გიორგი კვესელაძემ და გიორგი მელიქიძემ უწიეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08086