ბორჯღალოსნები

17:23 | 30.11.2020 | ნანახია 2285 - ჯერ

ოდრისკოლი: "ევროპულ კლუბში რომ ვიყო, კვესელაძეს სერიოზულად დავაკვირდებოდი"

საქართველოს ნაკრების მორაგბემ გიორგი კვესელაძემ ირლანდიის ნაკრებთან ბრწყინვალედ ითამაშა და საოცარი ლელოც მიითვალა. 23 წლის ქართველი ყურადღების ცენტრში მოექცა. მათ შორის, ირლანდიური რაგბის ცოცხალმა ლეგენდამ ბრაიან ოდრისკოლმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე კვესელაძის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა.

„მომავალ წელს ევროპულ კლუბს რომ წარმოვადგენდე, რომელიც ცენტრს ეძებს (ხელშეკრულებაზე დამოკიდებული), შაბათს, ქართველ მორაგბეს, გიორგი კვესელაძეს სერიოზულად დავაკვირდებოდი. შესანიშნავი ლელოს გარდა, ის თამაშის დაცვით ნაწილშიც კარგად ირჯებოდა. აგრესიული და შრომისმოყვარე იყო და შეიძლებოდა მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გამხდარიყო", - დაწერა ოდრისკოლიმ.

რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ფიგურა გაქებს, ეს ბევრს ნიშნავს და ბრაიან ოდრისკოლისგან კომპლიმენტის მიღება მართლაც საამაყოა...

შეგახსენებთ, გიორგი კვესელაძე მარნეულის "არმაზის" ღირსებას იცავს. მას საქართველოს ნაკრებში 2017 წლიდან 19 მატჩი აქვს ჩატარებული და 15 ქულა მოიპოვა. "ბორჯღალოსნები" რვა ერში მეშვიდე ადგილისთვის 5 დეკემბერს, ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:13 | 30.11.2020
პანტელეიმონი (1218)

+1

0.083705