საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ირლანდიასთან (10:23) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი მორაგბის განცხადებით, ფაქტია, რომ გუნდი ვითარდება და ბევრს სწავლობს.
"კარგად ვარ და არც მოედნის დატოვება მინდოდა, მაგრამ პროტოკოლის თანახმად, შეცვლა აუცილებელი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი მსაჯებმა გაატარეს. თავში დარტყმა მივიღე და ვფიქრობ, მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა. რაც შეეხება თამაშს, უკეთ გავისარჯეთ ვიდრე უელსთან, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა. დღესდღეისობით ირლანდია უკეთესი გუნდია, ვიდრე უელსი. ფაქტი ისაა, რომ ვვითარდებით, ბევრს ვსწავლობთ და იმედია და ჩვენი განვითარება გაგრძელდება. კვესელაძე დიდი ტალანტია და ფანტასტიური ლელო გაიტანა. გული იმაზე მწყდება, რომ უფრო მეტი ქულის აღება ვერ მოვახერხეთ, არადა ამის შანსი გვქონდა“, - ციტირებს შარიქაძის სიტყვებს რაგბის კავშირის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან წააგო, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის მატჩში 5 დეკემბერს, ფიჯის დაუპირისპირდება. ეს თამაში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფიჯისთან ალბათ არ იქნება თამაში?
არადა საინტერესო იქნებოდა. ნეტა ვერ მორჩნენ კორონობას?
ამ თამაშმა ცხადყო, რომ ხშირად თამაში ტოპ გუნდებთან შედეგის მომცემია და რეგულარულად რომ ვითამაშოთ ასეთ ტურნირზე, რამდენიმე წელში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.