ბორჯღალოსნები

23:55 | 29.11.2020 | ნანახია 1965 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ახლა ჩვენ თვისობრივად სხვა გუნდი ვართ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურში ირლანდიის ნაკრებთან (10:23) მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა მატჩის შესახებ და ზოგადად ნაკრების მდგომარეობაზე ისაუბრა.

მაისაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან სჭირდებათ წინსვლისთვის, ახლა თვისობრივად სხვა გუნდი არიან და ეს ძალიან დიდ იმედს აძლევს.

"კარგი ლელო გავიტანეთ, მაგრამ ქულების აღების რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. მთლიანობაში, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ. ექვსი ერის გუნდთან კარგი შედეგი ვაჩვენეთ თუმცა წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მესმის, რომ ექვსი ერი კომერციული ტურნირია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წინსვლისთვის მეტი ასეთი დონის თამაშები გვჭირდება.

დაცვაში ბიჭებმა მაგრად იმუშავეს. გამოსწორდა დაცვის მოლი და თამაშის მართვის კუთხით უკეთესობა გვქონდა, თუმცა არც ესაა საკმარისი ამ დონეზე მატჩის მოსაგებად. პირველ ტაიმში ორი ლელო მივიღეთ, არადა ორივე შემთხვევაში, რამდენიმე წამით ადრე მეტოქის ნახევარზე ვიყავით, მაგრამ მეტოქეს შანსი მარტივად გადავაბარეთ და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც შესათამაშებლად დრო ჭირდებათ. ვეთამაშეთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც ჩვენთან დიდი სხვაობით მოგება ჰქონდა დაგეგმილი. ახლა ჩვენ თვისობრივად სხვა გუნდი ვართ და ეს სამომავლოდ დიდ იმედებს მაძლევს.

ტურნირზე სულ ოთხი თამაში გვაქვს და მაქსიმალურად ვეცადე სათამაშო დროის გადანაწილება. ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს, მათი ყოველთვის მეიმედება და ვენდობი. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, თამაშში ჩართვის პრობლემა არც დებიუტანტებს ჰქონიათ, მაგრამ მთლიანად გუნდს ჭირდება გამოცდილება, რათა ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას.

„დრო ცოტა გვაქვს, თუმცა ფიჯისთან ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. ყველამ კარგად იცის რა დონის გუნდია ფიჯი და ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ", - ციტირებს რაგბის კავშირის ვებგვერდი მაისაშვილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან წააგო, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის მატჩში 5 დეკემბერს, ფიჯის დაუპირისპირდება. ეს თამაში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:13 | 01.12.2020
გუგა80 (177)

10 წლის წინ ამ შედეგს მისაღებად ჩავთვლიდი.
ეხლა უკვე სხვა დროა და სხვა მოთხოვნები. თუ განვითარება გვინდა ასე უნდა ვიყოთ. თუ არადა ვიტყუოთ თავი და ვიზეიმოთ ისევ 13 ქულიანი წაგებები და ვიყროყინოთ "რაგბი ჩვენი თამაშიაო" რუსეთთან მოგებისას.

10:09 | 01.12.2020
გუგა80 (177)

ფედერერ,
ამ 4 თამაშიდან მინიმუმ ერთის მოგებას ვითხოვდი. ნაკოვიდარ ფიჯისთან მოგება (თუ მოიგეს ეგეც) და ზეიმი ბოდიში და ცოტა უნამუსობა მგონია. რევანშიც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, როცა მსოფლიოზე გაგვაფარჩაკეს და ეხლა არაფრის მომცემ ტესტზე ვსაუბრობთ.
არავისზე ნაკლები გულშემატკივარი არ ვარ რაგბის, და ჩემი მოკრძალებული წვლილიც მაქვს შეტანილი ქართული რაგბის პოპულარიზაციაში. და ამიტომ მწყდება გული რომ რეგრესის გარდა არაფერი ჩანს ბოლო 5 წელია. "ღირსეული წაგებების" დრო დამთავრდა ჩემთვის. შედეგის დროა! და შედეგია მკვეთრი რეგრესი.

რა არ მომეწონა: ის რომ ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით შევსებული ბუუჯეტის ფული იხარჯება არამიზნიბრივად 50 კაციანი ჯგუფის ბრიტანეთში 1 თვიან ტურისტულ მოგზაურობაში.

15:18 | 30.11.2020
test (124)

stripslashes((strlen('https://www.autumnnationscup.com/2020/11/29/vote-for-your-player-of-the-round-from-round-3/')>0?'https://www.autumnnationscup.com/2020/11/29/vote-for-your-player-of-the-round-from-round-3/':'https://www.autumnnationscup.com/2020/11/29/vote-for-your-player-of-the-round-from-round-3/')) კვესელაძეს მიეცით ხმა 9 საათი დარჩა

10:52 | 30.11.2020
kakhaberry (30)

იქნება ფიჯისთან თამაში? მორჩნენ კორონებს?

02:01 | 30.11.2020
federer (17) (469)

4 თამაში ვითამაშეთ 6 ერის გუნდებთან და ყველა თამაშში იყო ზრდის ტენდენცია და ეს ტემპი თუ შენარჩუნდა და ფიჯის მოვუგეთ, მაშინ უდავოდ საუკეთესო რურნირი იქნება ჩვენთვის, რადგანაც ბოლოს როცა ფიჯის შევხვდით სასტიკად გაგვანადგურეს.

00:28 | 30.11.2020
გუგა80 (177)

ამათგან ისიც არ გამიკვირდება ნაკოვიდარ ფიჯის თუ მოუგეს და ზეიმი დასცხონ და აქეთ დაგვამადლონ

01:58 | 30.11.2020
federer (17) (469)

რას ელოდი? ან რა არ მოგეწონა?

00:27 | 30.11.2020
გუგა80 (177)

ნამუსიც კაი ძროხააო

0.088502