ბორჯღალოსნები

23:29 | 29.11.2020 | ნანახია 985 - ჯერ

რაგბის კავშირი: "გორგაძე თავს კარგად გრძნობს და ტკივილი არ აწუხებს"

საქართველოს ნაკრების მორაგბემ ბექა გორგაძემ შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიასთან შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე წუთით თამაშის შეჩერება გახდა საჭირო, მოედნიდან კი საკაცით გაიყვანეს.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გორგაძე თავს კარგად გრძნობს და ტკივილებიც აღარ აწუხებს. როგორია დაზიანების ხარისხი, ამჟამად უცნობია და მხოლოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სამედიცინო შტაბი დასკვნას დადებს.

შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და 10:23 დამარცხდა. "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს და ტურნირზე მეშვიდე ადგილისთვის 5 დეკემბერს, ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078918