ბორჯღალოსნები

23:46 | 14.11.2020 | ნანახია 1908 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია"

შემოდგომის ერთა თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან 0:40 წააგო. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: "მეტოქეს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ეპიზოდებში გუნდურად და ინდივიდუალურად დავალებები ვერ შევასრულეთ და ამით მეტოქემ იხეირა. ასეთ თამაშებში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ, ვიდრე მეტოქე რას შემოგვთავაზებს, რადგან ისინი ხეირობენ ჩვენი შეცდომებით. მთავარი ამოცანაა, რომ პირველი დონის გუნდებთან ვისწავლოთ თამაშის მართვა და შეტევა.

შოტლანდიის თამაშის შემდეგ, დღეს გარკვეულ მომენტებში უკეთესად გამოვიყურებოდით და რაც მთავარია, უფრო ბრძოლისუნარიანები ვიყავით. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თამაშის მართვა, რაც ალბათ ინგლისთან და მისი დონის გუნდთან ბუნებრივიცაა. პირველ ტაიმში 90% დაცვაში ვიყავით და ლელოები მივიღეთ. მეორე ტაიმში გარკვეულწილად შევძელით შეტევასა და დაცვაში ბალანსის დაჭერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეცდომები დავუშვით. მთლიანობაში უკეთესები ვიყავით ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა.

იმისათვის, რომ პირველი დონის გუნდებს ტოლსწორად ვეთამაშოთ, საჭიროა გამოცდილება, კონკურენცია კონკრეტულ პოზიციებზე, მეტი ჯანი და შეთამაშება. კონკრეტულად ამ თამაშიდან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მე მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით.

სამწუხაროდ, ლიმიტირებული გვყავს მოთამაშეები. გვაქვს პრობლემები მოლში, მაგრამ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს ნაწილობრივ ამის ბრალიაცაა. მომავალი თამაშისთვის დაგვემატება კოტე მიქაუტაძე, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა. გარდა ამისა, ორი მეორეხაზელი ტრავმირებული გვყავდა და მთელი კვირის განმავლობაში სათანადოდ ვერ ვივარჯიშეთ. ჯავახიას თამაში მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა, უელსთან მატჩის წინ კი, მის გარდა ნოდარ ჭეიშვილიც დაგვემატება“.

მერაბ შარიქაძე: „დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, საუკეთესოს მეტოქის წნეხში მოქცევის კუთხით. როდესაც მათ ბურთი ჰქონდათ, უდიდეს წნეხში ვექცეოდით. ამ თამაშით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც შემდგომში წნეხთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

თუ გვსურს რომ გავხდეთ უკეთესები და მეტს მივაღწიოთ, აუცილებელია ინგლისის და სხვა წამყვანი ნაკრებების წინააღმდე ხშირი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვივარჯიშებთ და რას გავაკეთებ, აუცილებელია ამათთან თამაში!".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:03 | 15.11.2020
qomagi (248)

ისეთი ბედნიერი სახით ზის, თითქოს ინგლისი დაამარცხა. მაისაშვილიც ჰეიგთან ერთად იყო გასაშვები ჯერ კიდევ 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ. გასაგებია ინგლისმა დაგვიდო 40 ქულა, მაგრამ ბურთს რომ აუტში ვერ გადაიტან ან მოედანზე ვერ დატოვებ როცა საჭიროა, მეტოქეს შიშის თუ რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო აუტში ვერ აუხტები და არ იბრძვი ბურთის მოსაპოვებლად, შეტევაში აბსოლუტური 0, არანაირი იდეები და ფანტაზია, როცა ნაქებ მოლსა და შერკინებაში ლურსმანივით გღუნავენ, რა ნამუსით რჩება მწვრთნელთა შტაბი და საერთოდ ფედერაციის მესვეურები? მაგრამ აქაც არჩევნებს ელოდებიან და სულ არ ჰკიდიათ ნაკრები?
რას გასწავლიდნენ გიმნაზიაში შე უბედურო? რით ვერ ისწავლეთ და ვერ მორჩით გაკვეთილების მიღებას 1 დონის ნაკრებებისგან? ინგლისმა მსუბუქად ივარჯიშა ჩვენთან და მადლობა რომ დაგვინდო, თორემ 80:0-აც მოგვიგებდნენ უპრობლემოდ. გია ნიჟარაძის შემდეგ რაგბის ფედერაციასაც დედა უტირეს, მაშინ მიშას უნდოდა შიდა თემებში ჩარევა, მერე ეხლანდელი კვერცხები ჩაერიენ და ყველაფერი უკან წავიდა. ჰეიგმა კიდევ ვერც ხელით თამაში გვასწავლა და შერკინებისა და მოლის უპირატესობაც დაგვავიწყა, აქაც ჩავი...ვით.

11:12 | 15.11.2020
federer (17) (469)

ძალიან ჩამოვრჩით პირველი დონის ქვეყნებს და ერთ დროს თუ უელსს ქულა-ქულაში ვეთამაშეთ დღეს 30 ქულით რომ წავაგოთ უნდა გაგვიხარდეს.
უკვე ფიჯის და იაპონიასაც ბევრად ჩამოვუვარდებით და განვითარების პერსპექტივაც არ ჩანს.

07:56 | 15.11.2020
dinamo222 (692)

რა სულ სწავლობთ და სწავლოობთ ? როდის მოყვებით იმ ნასწავლს ? აგერ იაპონიამ ჩვენზე გვიასნ დაიწყო სწავლა და დაამთავრა უკვე სკოლა და ინსტიტუტში სწავლობს უკვე ! PPP

0.074731