ბორჯღალოსნები

3:06 | 24.10.2020 | ნანახია 1110 - ჯერ

გრეგორ თაუნსენდი: "მოლში ვდომინირებდით და ეს კარგი სანახავი იყო"

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის (7:48) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა. თაუნსენდის განცხადებით, მისი შეგირდები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და მოლში დომინირებდნენ.

„როდესაც შოტლანდიაში თამაშობ, გამარჯვება მნიშვნელოვანია. პერიოდულად ძალიან კარგად ვთამაშობდით, განსაკუთრებით ფიზიკური თვალსაზრისით. თავს კარგად ვიცავდით და ჩვენმა მოლმა და შერკინებამ კარგ გამოწვევას გაუძლო. გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი პირველი თამაში იყო ბოლო 7 თვის განმავლობაში, ასე, რომ ამ გამარჯვებით კმაყოფილი ვართ. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაზა, სადაც მოსამატებელი გვაქვს და ვიცით, რომ მომდევნო კვირაში უკეთესები უნდა ვიყოთ.

შერკინებაში ჩვენი ფორვარდების განხორციელებულმა წნეხმა მეტოქის ჯარიმები გამოიწვია და მოლშიც ვდომინირებდით, სასიამოვნო იყო ამის დანახვა. კარგი იყო ისიც, რომ ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ, პირველი ტაიმის ბოლოსაც ასე გავაკეთეთ, რაც ჩვენი მოთამაშეების კარგ ფიზიკურ მომზადებას აჩვენებს“, - თქვა თაუნსენდმა.

შეგახსენებთ, საქართველო და შოტლანდია ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და ყველა თამაში სქოთების გამარჯვებით დასრულდა. "ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე ინგლისის ნაკრებთან გამართავენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085814