ბორჯღალოსნები

0:28 | 24.10.2020 | ნანახია 4622 - ჯერ

უშანსო მარცხი მარიფილდზე შოტლანდიასთან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რვათვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და მარიფილდზე შოტლანდიის ნაკრებს გაეჯიბრა. შეხვედრას სატესტო ხასიათი ჰქონდა და ცხადია, სქოთებიც უდავო ფავორიტებად განიხილებოდნენ, მაგრამ მაინც საწყენია „ბორჯღალოსნების“ უშანსო მარცხი.

საქმე მხოლოდ ანგარიშში არა, თამაშში - ლევან მაისაშვილის გუნდის სათამაშო ხარისხში უამრავი ხარვეზია, რომელსაც ბევრი მუშაობა და გამოსწორება სჭირდება. კლასში სხვაობა დიდი და შესამჩნევი იყო, შედეგიც ლოგიკურია - 48:7. პირველივე ტაიმში შოტლანდიის ნაკრებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და სამჯერ დაგვალელოვა, რომელთაგანაც ერთადერთი გარდასახეს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების იმედიანად დაიწყო და აკაკი ტაბუცაძემ მეტოქის ჩათვლის მოედანს უწია. ლელო თავადვე გარდასახა და ჩამორჩენა 10 ქულამდე შემცირდა. თუმცა, ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მთელ თამაშში. სქოთებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს და მეთოდურად ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 5 ლელო მიიღო, მათ შორის ორი თამაშის იმ მონაკვეთში, როდესაც რიცხობრივ უმცირესობაში იყო, რადგან 72-ე წუთზე გელა აფრასიძე გაასინბინეს.

საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდასთან ტესტმატჩი უბრძოლველად, 7:48 წააგეს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს, შემოდგომის ერთ თასზე კიდევ უფრო ძლიერი მეტოქის, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

შოტლანდია - საქართველო 48:7 (17:0)

ქულები: გრეჰემი (2ლ), ჰესტინგსი (4გ), ბრაუნი (2ლ), უეტსონი (ლ), მაკინალი (ლ), ვან დელ მერვე (ლ), კინგორნი (ლ) - ტაბუცაძე (ლ), ტაბუცაძე (გ)


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:08 | 25.10.2020
qomagi (248)

მადლობა შოტლანდიას, რომ ეიფორიიდან ძირს დაგვანარცხა და რეალობა დაგვანახა. აი უკვე 20 წელია, რაც რაგბს ვგულშემატკივრობ და ჩვენების არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია და ბორჯღალოსნების ასეთი საშინელი თამაში არ მახსენდება. ეს იყო სრული კატასტროფა, მითი რომ ქართველები შერკინებასა და მოლში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი ვართ, დაინგრა. გასაგებია, რომ ნაკრები 7 თვე ერთად არ შეკრებილა და არ უთამაშია, მაგრამ არც შოტლანდია იყო ბევრად უკეთეს პირობებში. მწვრთნელი თამაშამდე რომ ამბობ, რომ შოტლანდია უფრო უკეთ მოემზადა და შევეცდებით ჩვენი ძალაც დავანახოთო, ე.ი. თავიდანვე წასაგებად გადიხარ, ოღონდ იმ იმედით, რომ ანგარიში კატასტროფული არ იქნება. ჰოდა, სწორედ ამიტომ დასრულდა ამ კატასტროფული ანგარიშით თამაში. რაგბის ფედერაციაში კიდევ სკამების გადანაწილებაზე მიდის ომი, სროლა და ა.შ. და საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდებიან, პასუხისმგებელიც არავინ არის და ნაკრები ამ მომენტში ჰკიდიათ. თუ შემოდგომის თასზე ბრიტების სხვა გუნდებთანაც ასე შევრცხვით, მაისაშვილიც უნდა წავიდეს და ფედერაციის ყველა პასუხისმგებელი პირი.
კიდევ ერთი გულისტკივილი ქართველი ვაი გულშემატკივრის გამო: მესი სჯობია თუ რონალდო და ბარსა თუ ლივერპული, ასეთ სტატიებზე ხოცავენ ერთმანეთს და 1000 კომენტარია და რაგბის სტატიებზე მაქსიმუმ 10 თუ მოგროვდება. სამაგიეროდ, რუსეთის საგინებლად მთელი საქართველო მიდის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე.

00:55 | 25.10.2020
სულ2 (3)

რახან არავინ მიპასუხა მე დავწერ: რაგბი არ არის ჩვენი თამაში. ზოგადად ქართული ერის სულში არ ზის ისეთი მიდგომა ეაც რაგბს სჭირდება, მეტი შანსია ფეხბურთში ვივარგოთ, ვიდრე რაგბში (თუმცა მანდაც ბუნდოვანია პერსპექტივა ამ ეტაპზე), დინამიკა აქვს არათანაბარი რაგბს, რაც ჩემი აზრით ჩვენნაირი ტემპერამენტიანი ერისთვის არ არის მთლად ორგანული. თუმცა იგივეს თქმა არგენტინელებზეც შეიძლება, მაგრამ მშვენივრად ახერხებენ თავის წარმოჩენას. ზოგადად ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რაგბს უნდა შევეშვათ, არანაირად, ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ და მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, მაინც შეგვიძლია ნებისმიერი სპორტული აქტივობისთვის გამოვძებნოთ ჩვენში საჭირო კადრები. რაგბსაც გამოუჩნდება თავის მიმდევრები, მაგრამ რაგბი ჩვენი თამაშია?!

18:22 | 25.10.2020
qomagi (248)

რაგბი ჩვენი თამაშია, ოღონდ ფულადი რესურსი, საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი ხელმძღვანელობა და მსოფლიო დონის მწვრთნელი გვჭირდება.

23:18 | 24.10.2020
dinamo222 (692)

მათიაშვილი უნდა დააბრუნონ თავის ფლანგზე და 15 ნომრად ახვა ნახონ თუნდაც ეოვნული ლიგიდან ოღონდ ნაღდი 15 ნომერი იყოს ! ჯინჭველაშვილი სადაა ? ან ბოლო ბოლო კვირიკაშვილი დაბრუნონ ამ 8 ერისთვის მაინც !

11:22 | 24.10.2020
NIKA..01 (335)

ფიზიკურად ზედმეტად სუსტი და მსუბუქი უკანა ხაზი გვყავს.თუმცა ეს სიმსუბუქე მოქნილობასა და სისხარტეში არ ისახება.შესაბამისად გსმოდის,რომ ვერც შეტევით ფაზაში ვარგობენ და ვერც დაცვაში აკავებენ მოეინააღმდეგეს.

11:18 | 24.10.2020
NIKA..01 (335)

მათიაშვილი საერთოდ არ უნდა იყოს ნაკრებში.ასე საშინლად ეთამაშოს მორაგბეს არ მახსენდება.სამწუხაროა,მაგრამ ასეა

15:15 | 24.10.2020
krasni (587)

პირველილელოები მაგის შეცდომებს მოჰყვა.

10:06 | 24.10.2020
გუგა80 (177)

გაფიქრებაც კი მზარავს მეორე დონის ფიჯი რას დამართებს 3 თამაშის შემდეგ ლიმონივით გამოწურულ ბორღალოსნებს.

10:01 | 24.10.2020
NIKA..01 (335)

არ ვიცი რა დაგვემართა და რატომ განვიცადეთ ასეთი მკვეთრი დეგრადაცია იმ კომპონენტებში,რაშიც ყოველთვის ძლიერები ვიყავით.ერთი- ერთზე კონტაქტი,მოლი,შერკინება,ყველა ამ კომპონენტში საშინლად გამოვიყურებით.არადა,ხო ფაქტია,რომ
ამ კომპონენტებში მსოფლიოს ბევრ გრანდს ვჯობდით?აქ,ხომ არაა საუბარი რუმინეთთან და რუსეთთან დომინირება.აღნიშნულ კომპონენტებში ჩვენ 2007, 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე ბევრ გრანდს არათუ თანაბრად ვეთამაშეთ,არამედ ვაჯობეთ.2015 წლის მსოფლიოს შემდეგ ამ კომპონრნტებDი სრული დეგრადაცია განვიცადეთ,ხაზის პრობლემა იგივენაირად გვაქვს,როგორც ყოველთვის გვქონდა და ამ ყველაფრის შედეგად გუშინ გავნადგურდით ანგარიშით და ვითამაშეთ სამარცხვინოდ უხარისხო რაგბი.ყველა კომპონენტში გვათრიეს რასაც ქვია.ლეკვივით გვცემეს და გამოგვიშვეს.სირცხვილია!!!სირცხვილი რაგბის კავშირს!სირცხვილი სამწვრთნელო შტაბს!სირცხვილი მორაგბეებს!გუშინ ძალიან მრცხვენოდა ჩვენი ნაკრების თამაშის გამო და ეს საშინელებაა.85-0 წაგვიგია,მაგრსმ მსგავსი გრძნობა მაშინაც არ მქონია.არ მქონია,რადგან მაშინ თუნდაც 1 კომპონენტი მაინც იყო რაშიც არ დავაჩაგრინეთ თავი,გუშინ კი მოპარული "ჟეშტივით" გვათრიეს მთელი 80 წუთი((((მატჩის დაწყებიდან არ მტოვებს შიშის გრძნობა,რომ ქართული რაგბი ფსკერზე დაეცემა და ისეთივე დეგრადაციას განვიცდით,როგორიც რუმინეთმა განიცადა.ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხია,რამაც უიმედობის გრძნობა გამიჩინა.ძალიან მინდა ვცდებოდე,თუმცა ამის იმედიც არ მაქვს დიდად((((((ისევ და ისევ სირცხვილი!!!

10:16 | 24.10.2020
GENESIS (49)

არ ვიცოდი, დღეს თუ რამე გამაცინებდა, მაგრამ მოპარული 'ჟეშტის" ამბავზე, თავი ვეღარ შევიკავე ))

11:12 | 24.10.2020
NIKA..01 (335)

თქვენც გაგიჩნდათ უიმედობის გრძნობა?ასეთი უმწეო ნაკრები გინახავთ აქამდე?

09:54 | 24.10.2020
GENESIS (49)

ალბათ გასაკვირი არაფერია..როდესაც დღეს სარაგბო მართვაში სუფევს სრული ქაოსი, გაუტანლობა და არაპროფესიონალიზმი.. გასაგებია, რომ ბიჭების ფსიქოლოგიური განწყობაც ვერ იქნება შთამბეჭდავი, ისეთი რთული პერიოდი უდგას მსოფლიოს, ჩვენ ქვეყანას და რაგბის კავშირსაც.. თუმცა..
დიდი ხანია, გავიგეთ, რომ ნუგზარ ძაგნიძის მერე, ქართულ რაგბში კლასიანი მცველი არ გამოჩნდა, მაგრამ რატომ არის, რომ ყოველთვის უარესი ვარიანტია შერჩეული.. რაც, ბედოვლათი დიქსონიდან მოყოლებული, ექსპერიმენტები ატარეს ნომერ 15-ზე, ვის არ შეუცვალეს პროფესია და ალბათ ყველაზე უკეთესი ვარიანტი რაც იქნებოდა, რომ მალაღურაძე შეეჩვიათ, (მტკივნეული ბოჭვების უნარისა და ძლიერი ფეხის გამო), ის არ გააკეთეს.. გასაგებია, რომ ლაშას იქნებ თავად არ ხიბლავდა ეს უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიცია, მაგრამ სწორი დაგეგმვისა და მომზადების პირობებში, ასეთ უხერხულ სიტუაციაში იქნებ არ აღმოვჩენილიყავით. ახლა კი, წლები გავიდა..
რაც შეეხება მწვრთნელს.. საერთოდ, წარუმატებელი მსოფლიო თასის შემდეგ, უცხოელი მწვრთნელის მოყვანამდე, თუნდაც დროებით, ჰეიგის მოადგილეს საჭე არ უნდა ჩაბარებოდა, რადგან ისიც იყო პასუხისმგებელი ბოლო წლების უამრავ შეცდომასა თუ სიჯიუტეზე, არასწორ სელექციასა და ფავორიტული მოთამაშეების ცნების გაჩენაზე, ჩვენი ტრადიციული ძლიერი მხარეების აორთქლებაზე და არა ერთგზის ნათრევ შერკინებაზე, „მფრინავი ქართული უკანა ხაზის“ ვირტუალური რეალობის შექმნაზე, და რაც ყველაზე გულსატკენია (განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც ოვალური ბურთი ერთხელ მაინც ხელში ჭერია) - ჩამქრალ ცეცხლსა და გამქრალ სულისკვეთებაზე.
გამოსავალი?? მხოლოდ გადამჭრელი ზომები, „ამაზე ცუდი რაღა უნდა იყოს“ პრინციპით - რვა ერზე გუნდი წაიყვანოს სხვა ქართველმა მწვრთნელმა, ან მწვრთნელთა საბჭომ (!), სხვა მიდგომებით, სხვა ფსიქოლოგიით და დანთებული ცეცხლით. და ლევანი იყოს კონსულტანტი ან ადვაიზორი.. კი ბატონო..
ბიჭებო.. არავინ ითხოვს რვა ერზე მოგებებს.. მაგრამ დავანთოთ ცეცხლი.. ცოტა ავახმაუროთ ბრიტების ძვლები..

18:15 | 25.10.2020
qomagi (248)

რაც სტატიები დაიდო ამ თამაშთან და მომავალ თამაშებთან დაკავშირებით, სულ ვკითხულობ და არავინ იცის და არც ეს ბედოვლათი ჟურნალისტები ეკითხებიან მთავარ მწვრთნელს: რატომ არ დაუძახეს მალაღურაძეს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს ჩვენს ნაკრებში უკანა ხაზში და მეც ძლიერი ბოჭვებისა და მაგარი ფეხის გამო ვთვლი 15 ნომერზე იდეალურად დღევანდელ მოცემულობაში, მაგრამ ვინ გაგცა პასუხი. ეს ჟურნალისტები საერთოდ არ თუ ვერ ელაპარაკებიან მაისაშვილს, თუ მაისაშვილი ემალება ამათ, ვერ გავიგე. დანარჩენშიც 100% გეთანხმები.

09:36 | 24.10.2020
NIKA..01 (335)

მათიაშვილი სანაკრებო კი არა დიდი
10 დონეზეც კი არაა.რა იყო მისი თამაში?ერთი კომპონენტი,ერთი მონაკვეთი არ ყოფილა გუშინდელ მატჩში,სადაც მათიაშვილი გუნდისთვის სარგებლის მომტანი იყო.

18:11 | 25.10.2020
qomagi (248)

შოტლანიასთან საერთოდ ვერავინ ვერ ითამაშა, არა მარტო მათიაშვილმა და არ იგრძნობოდა, რომ გუნდს საერთოდ რაიმე დავალება ჰქონდა, როდის როგორ მოქცეულიყო. 15 ნომერი კიდევ ვერ ითამაშებს, თუ ბურთი არ ექნა და ბურთი ჩვენ არ გვქონია საერთოდ. თან სოსო 15 ნომერი არ არის, ფრთაა და 15 ათამაშებენ. აი, ყველა ის მიზეზი, რატომ ვერ ითამაშა სოსომ.

23:12 | 24.10.2020
dinamo222 (692)

ეს იმის ბრალია რომ15 ნომრად ათამაშებენ

05:06 | 24.10.2020
ზებე (86)

აქ გამოჩნდა ჰეიგი რას ნიშნავდა ნაკრებისთვის. მეორე ხაზი და 15 ნომერი არ გვყავს,დანარჩენი მორაგბეები კი საშინელ ფორმაში არიან.პლიუს სასწრაფოდ გვჭირდება უმაღლესი დონის მთლწვრთნელი

03:17 | 24.10.2020
სულ2 (3)

რაგბი ჩვენი თამაშია?

03:14 | 24.10.2020
buratino (480)

გუშინ დავწერე სხვა საიტზე ასეთი რამ: "ქართული რაგბის მხურვალე ქომაგი ვარ, მაგრამ ამ და სხვა შემდგომ თამაშებს შიშით ველი. ძალიან ბევრი მიზეზია საიმისოდ რათა პესიმიზმით ვიყო განწყობილი (რაგბის კავშირში არსებული არეულობები, ბევრი ცნობილი ვეტერანის წასვლა ნაკრებიდან, ჩაშლილი გასული პირველობა და ძლივს დაწყებული ახალი ჩემპიონატი, ლეგიონერთა რიცხვის კლება და ფორმაში არყოფნა, პანდემიის ფონზე არსებული პრობლემები და სხვ.). აქედან გამომდინარე, მე პირადად კარგს არაფერს ველი, თანახმა ვიქნები თუკი 20-25 ქულაზე მეტს არ წავაგებთ". დასკვნები თქვენთვის მომინდვია

03:18 | 24.10.2020
buratino (480)

თამაში მთლიანად გუნდმა ჩააგდო, მაგრამ მაინც მაწუხებს ეს ორი კითხვა:
1. მათიაშვილი ნაკრების 15 ნომერი უნდა იყოს? (ან საერთოდ უნდა იყოს)?! 2. მაისაშვილი მზადაა სანაკრებო გამოწვევებისთვის?!

23:11 | 24.10.2020
dinamo222 (692)

მევ მაგას ვამბობ რა უნდა მათიაშვილს 15 ნომრად როცა ფლანგზე უმაგრესად თამაშობს @

02:15 | 24.10.2020
lelos (3)

სიმარტლეს უნდა შევხედოთ ტვალებში, კართული რეგბი დეგრადატიას განიზდის და ეს უკვე ნაკრებს ეტყობა 2016 დან. დძალიან უსუსურად გამოიყურებოდა ნაკრები დხეს. ესეტი გზით ვერანაირად ვერ განვიტარდებიტ.სასტრაპოდ არის საჩირო ახლი გეგმა.

02:08 | 24.10.2020
dinamo222 (692)

მოკლედ ქაქში ჩააგდო ქართული რაგბი სვანიძემ და მისმა ბანდამ @ ასეთი უსუსური იაპონიასთან ვნახე ჩვენი ნაკრები და ეხლა @ ადრე ძალისმიერად მაინც ვაკეთებდით რაღაცას და ეხლა იმ ძალისმიერში გაგვანადგურეს @ ეხლა უკვე მაგარი შიშით ველოდები 8 ერს და ვფიქრობ ნეტავი უარი არ ეთქვათ იაპონელებს და აფრიკელებს ! გაგვანადგურებენ იქ ყველანიი @@@@

01:36 | 24.10.2020
NIKA..01 (335)

ძალიან დამძიმებული მაქვს გული.უიმედობის საშინელი განცდა და ქართული რაგბის მომავლის მიმართ შიშია ის,რასაც ახლა ვგრძნობ.განსაკუთრებულად განვიცდი რაგბში წაგებას,მითუმეტეს ასეთი სამარცხვინო და უსუსური თამაშით წაგებას ((((( კატასტროფაა((((((

01:28 | 24.10.2020
პანტელეიმონი (1218)

ნაკრების რვა თვის უთამაშებლობის, საქართველოში მოთამაშე ნაკრების წევრების საერთოდ უთამაშებლობის, საქართველოს რაგბის კავშირის (მათ შორის ფინანსური) კრიზისის და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური - პოლიტიკური კრიზისის ფონზე კიდევ არა უჭირს ბორჯღალოსნებს ! ! !

იმედია მალე დავლაგდებით ქვეყანაში და რაგბის განვითარებაც გაგრძელდება ! ! !

00:38 | 24.10.2020
გუგა80 (177)

დღეს დილას გავაკეთე პროგნოზი 40-12.
თითქმის გავარტყი.

03:07 | 24.10.2020
buratino (480)

ეეჰ გიო, ნეტავი გაგერტყა და მასე ყოფილიყო - 28 ქულით წაგებას როგორმე ავიტანდი. შოტლანდიას აქამდე მაქსიმუმ 34 ქულით ვყავდით დამარცხებული და ახლა თამასა კიდევ ასწიეს. ეს კიდევ არაფერი - მოლში ხომ გვათრიეს და იმ ჩვენს ვითომ სანაქებო შერკინებაშიც დაგვჯაბნეს გვარიანად. ეეჰ, როგორც მსოფლიოს მერე ვთქვი ქართული რაგბი აწი ფაფუუ ...

00:36 | 24.10.2020
neeskensi (8)

რაის ექვსი ერი?...სულ სხვაგან ვართ...ცა და დედამიწაა განსხვავება

0.132336