ამბები

16:35 | 16.09.2020 | ნანახია 1280 - ჯერ

რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო და საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარატიშვილი დაჭრილია. ამის შესახებ "პირველი არხის" იტყობინება. როგორც აღნიშნული წყარო წერს, ცნობა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა დაადასტურა.

„დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. ის ფეხშია დაჭრილი, გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოიძახეს პოლიცია და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან. ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ, ვიღაცასთან პირადი დაპირისპირება ჰქონდა და ამ დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება“, – ციტირებს "პირველი არხი" თორნიკე გოგებაშვილის სიტყვებს.

1tv.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:16 | 18.09.2020
ოვალური კორბენი (276)

ესეც თქვენი ბიძინას დაფინანსებული რაგბიიი... ))
და რა მოიტანა ამ დაფინანსებამ ? წინსვლა გვაქვს ბოლო წლებში, საკლუბო რაგბი ვითარდება, წინა თაობებზე უკეთესი მოთამაშეები წამოვიდნენ, შვიდკაცაში მოვძლიერდით თუ რა ?!
ფულის გამო ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს აქაც, ძიუდოშიც, ჭიდაობაშიც, მკლავჭიდშიც...
6 მილიონი ვალი საიდან დაედოთ ამ ჩემის "დაფინანსებულებს" და რატომ გამოქვეყნდა კლუბების ერთობლივი წერილი, უფულობით სულს ვღაფავთო ?
თვითონ ივანიშვილშია თავი და თავი პრობლემების. მთელი ქვეყანა ჯიბეში უდევს. სულ არ ჰკიდია სად რას დააფინანსებს ? ათი იმდენს მაინც სხვა გზით მიითვისებს. აურია ქვეყანა, დაშალა ინსტიტუციები, მტყუან-მართლის გარჩევის შანსები მოსპო. აღარაფერი ღირებული აღარ დატოვა, ერთადერთი ღირებულება ჩვენს საზოგადოებაში მატერიალური სარგებელის მიღებაა. რაც შეიძლება მეტი მაყუთის მითვისება და შეთქვლეფა.
რასაც პატივს ვცემდით, ყველაფრის თვალშისაცემი დეგრადაცია მიდის ქვეყანაში.
შეიძლება დაუნახავი დამიძახოთ, მაგრამ ფაქტი ესაა - ერთი დიდი ფულის ტომარის მონად და ტაშის დამკვრელად იქცა უმრავლესობა საქართველოში. იმიტომაც დაკარგა ფასი ყველაფერმა.

00:15 | 17.09.2020
NIKA..01 (335)

აბა თქვენ იცით,ისე ქენით,რომ ტანჯვა წვსლებით მიგვიღეს და წამში პანღურით გამოგვაგდონ.რაგბის კავშირის მაღალი თანამდებობის პირი,რატომ დადის იარაღით სამსახურში?სპორტს ემსახურება თუ კრიმინალურ სამყაროს.დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული,ეს ქვეყანა კი არა საგიჟეთია.მართლა სამარცხვინოები ვართ.ერთმანეთის დაჭმის მეტი არაფრის შნო არ გვაქვს.არც მორალი შეგვრჩა,არც ვაჟკაცობა,არც პატიოსნება სქესის განურჩევლად,არც სამშობლოს სიყვარული და მზრუნველობა,არც საკუთარი კულტურის და ტრადიციის პატივისცემა,არც რწმენა,არც განათლება..გული მეკუმშება ასე დეგრადირებულს რომ ვხედავ ჩემ ერს და სამშობლოს.

17:22 | 16.09.2020
dinamo222 (692)

ნაბო..რი ნაცები ტყუილად არ ამბობდნენ ივანიშვილმა იყიდა იმ 8 ერში მონაწილეობა და ჩვენ ეგ არ გვჭირდებაო (!!) 100% მაგათი მოწყობილია ეგ პროვოკაცია რომ აირიოს სიტუაცია და მსოფლიო რაგბში ჩათვალონ რომ ქართულ რაგბში მაფიოზები არიან და არ არიან ღირსები 8 ერისო @@

17:06 | 16.09.2020
ოვალური კორბენი (276)

სროლა არ ყოფილა, ფეიერვერკები იყო - 8 ერში მიღება აღნიშნეს

0.105855