ბორჯღალოსნები

22:02 | 10.09.2020 | ნანახია 2036 - ჯერ

ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან ტესტმატჩს გამართავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ტესტმატჩს ჩაატარებს. ინფორმაცია სქოთების რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

შეხვედრა 23 ოქტომბერს, ედინბურგში „მარიფილდზე“ შედგება. ეს ამ გუნდების ისტორიაში მეხუთე დაპირისპირება იქნება.

შოტლანდიის ნაკრებს „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ 100%-იანი შედეგი აქვს და წინა 4 დაპირისპირება მოიგო - 44:10 და 36:9 2019 წელს, ხოლო მანამდე 2011 წელს მსოფლიო თასზე 15:6 და 2016 წლის ტესტმატჩში 43:16.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ნოემბერ-დეკემბერში შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და ეს ინფორმაციაც დღეს ოფიციალურად დადასტურდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
04:51 | 11.09.2020
alfadhirhaiti (110)

რა გიხარიათ

მორიგი თავზე დაჯმა რაგბის მამებისგან საქართველოს

ჯერ ფიჯისთან რა უტიფრად გაგვაცვლევინეს ადგილები, ხმის ამომღები და პროტესტის დამფიქსირებელი არავინ გაგვაჩნია ქართულ სარაგბო სამყაროში?
მერე კიდე სამივე მატჩის სტუმრად გაწევა რა უბედურებაა, ისედაც არ უნდოდათ საქრთველოს მიწვევა და მეტი ვერავინ მონახეს სხვებისგან უარით გასტუმრების შემდეგ... დიდი ალბათობით, სტადიონებსაც გაავსებენ საკუთარ მოედნებზე... ისიც შესაძლებელია, რო ფიჯი დაჩაგრონ მსაჯებით ჯგუფში და ბოლო ადგილზე გაიყვანონ, რო იტალია არ შეეჯახოს საქართველოს... თუ სასწაული მოხდა და იტალიასთან მოგვიწია მატჩი, ისიც გასვლაზე იქნება ხო, რა თქმა უნდა

00:32 | 11.09.2020
თენგაბი (11)

კარგია ზრდის თვალსაზრისით

0.089138