ბორჯღალოსნები

14:46 | 8.09.2020 | ნანახია 2862 - ჯერ

Telegraph: საქართველოს ნაკრები რვა ერში ითამაშებს და შეიცვალა ჯგუფიც

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

მას შემდეგ, რაც ტურნირში მონაწილეობაზე უარი სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის ნაკრებებმა თქვეს, გზა „ბორჯღალოსნებს“ გაეხსნათ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ჯგუფში საფრანგეთთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად უნდა ეთამაშა, მაგრამ ახლა სხვა ჯგუფში მოხვდება, სადაც მისი მეტოქეები ინგლისის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.

„ბორჯღალოსნებს“ ინგლისთან და უელსთან ორ-ორჯერ, ხოლო ირლანდიასთნ ოთხჯერ უთამაშია და ყველა მატჩი წაგებული აქვს. რვა ერის ტურნირი 7 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე ჩატარდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:21 | 08.09.2020
qomagi (248)

მოკლედ მაგარი ბარდაგია რა. იმედია კიდევ სხვა მსურველი არ გამოჩნდება და არ დაგვტოვებენ თამაშგარეში. თუ მართლა დადასტურდა და მივიღეთ მონაწილეობა, ჯგუფი რატომ შეგვიცვალეს, შეეშინდათ მაკარონნიკები არ წამოგვეცვა კატლეტის ჩეკივით? ისე საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია უფრო ადვილი ჯგუფია, ვიდრე ინგლისი, ირლანდია, უელსი - ამ სამთან შანსი არ გვაქვს არც ერთთან. აი იტალიასთან ნაღდად გვქონდა შანსი და თუ ფორმაში იქნებიან ჩვენები, შეიძლება შოტლანდიაზეც გაგვეწია. მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ჩვენ და იტალია, როგორც ჯგუფის ბოლოადგილოსნები შეიძლება ბოლო თამაშში შევხვდეთ ერთმანეთს, თუ რა თქმა უნდა, იტალიას არ დაუწვნენ მსაჯები და ერთი თამაში არ მოაგებინეს.

0.079115