რაგბი ევროპას ეგიდით, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა მატჩი 1 ნოემბერს გაიმართება. ეს თამაში ჯერ კიდევ 14 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ამ ეტაპზე უცნობია დაიშვებიან თუ არა ქომაგები მატჩზე, თამაში კი 15:00 საათზე დაიწყება (თბილისში).
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბის ევროპის ჩემპიონის ტიტული უკვე მოპოვებული აქვთ და მომავალ შეხვედრას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დატვირთვა არ აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია