ბორჯღალოსნები

22:53 | 2.09.2020 | ნანახია 979 - ჯერ

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში დეკემბრამდე ცვლილებები არ იგეგმება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 2020 წლის ბოლომდე ლევან მაისაშვილი გაწვრთნის. როგორც რაგბის კავშირი იტყობინება, ინფორმაცია თითქოს, „ბორჯღალოსნებში“ უახლოეს ხანში მწვრთნელის ცვლილება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გავრცლებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები არ იგეგმება.

„ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილებები არ იგეგმება“ - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087368