ლეგიონერები

16:19 | 1.09.2020 | ნანახია 1121 - ჯერ

ქართველი მორაგბე "ბრივში" გადავიდა

ქართველი მორაგბე ბადრი ალხაზაშვილი კარიერას ტოპ 14-ის გუნდში - „ბრივში“ გააგრძელებს. ახალგაზრდა სპორტსმენი ახალ კლუბში კვაჭის პოზიციაზე გადავიდა.

ბადრის „ლიონთან“ კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებდა, თუმცა მან კლუბის შეცვლა მაინც გადაწყვიტა, მიზეზი კი მეტი სათამაშო დრო იყო. „ბრივში“ ალხაზაშვილის გარდა კიდევ რვა ქართველი ვანო კარკაძე, ირაკლი ცხადაძე, სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ლუკა ჯაფარიძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე თამაშობს. ბადრი „ლიონში“ გასულ წელს „პროვანსიდან“ გადავიდა და გუნდის შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მას „ბორჯრალოსნების“ რიგებში დებიუტი 2016 წელს ქონდა, რომლის შემადგენლობაშიც 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087798