ბორჯღალოსნები

23:20 | 28.08.2020 | ნანახია 3453 - ჯერ

საქართველო რვა ერში? "ბორჯღალოსნები" იაპონიას შეცვლიან!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დიდი ალბათობით რვა ერის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს. თავდაპირველად ახალ ტურნირში იაპონიას უნდა ეთამაშა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო „საკურები“ რვა ერში ვერ ჩაერთვებიან. იაპონიას სავარაუდოდ „ბორჯღალოსნები“ შეცვლიან და რაც ყურადსაღებია, ამ ინფორმაციას ისეთი ავტორიტეტული წყაროები ავრცელებენ, როგორებიც BBC და The Guardian-ია.

„ვიცი, რომ იაპონიას გარკვეული პრობლემები აქვს მგზავრობასთან დაკავშირებით და დგას იგივე პრობლემების წინაშე, როგორც გლობალური საყარო. თუ ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ალტერნატიულ ვარიანტებზე ვიმუშავებთ, გვინდა, რომ ტურნირი რვა გუნდიანი იყოს“, - თქვა ინგლისის რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა ბილ სვინმა.

რვა ერის გათამაშება 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრების ტურნირში მონაწილეობა გაოფიციალურდება, ჯგუფში საფრანგეთთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად ითამაშებს. მეორე ჯგუფიც რვა გუნდით დაკომპლექტება და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდები კიდევ თითო მატჩს ჩაატარებენ - ერთი ჯგუფის პირველადგილოსანი მეორე ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება და ანალოგიურად დანარჩენ სამ შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები 24 ოქტომბერს, მარიფილდზე შოტლანდიის ნაკრებთან სპარინგმატჩს გამართავს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:53 | 31.08.2020
dinamo222 (692)

იმ დროს როვა ესპანეთი შუაზე იხევა და ყველანაირად ცდილობს 8 ერში სეძვრეს და ატალახებული აქვთ მსოფლიოს რაგბის მამების კარები ამ დროს ჩვენი რაგბის "მამენს" ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული და მშვიდად ელოდებიან როდის ინებებენ და მიიწვევენ 8 ერში @@

15:48 | 31.08.2020
dinamo222 (692)

ნაბ...მა დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაგვიკიდა როგორც უკვე 30 წელია გვიკიდებს ნა ტო-ევროკა ვშირის ვარიანტში @ ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ნაკრები არ მოხვდეს 8 ერში @ იაპონიარომ ბერ გამოვიდა ჩვენს მაგიბრად სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებს იწვევენ (ძირითთადი გუნდი ვერ შეიკრიბება)თუ ის ა ნაკრებიც ვერ გამოვა მაშინ ამერიკას ან კანადას ან ესპანეთს მიიწვევენ ის დედააფეთხებულები @@

14:36 | 30.08.2020
გუგა80 (177)

stripslashes((strlen('https://www.rugbypass.com/news/laporte-springboks-on-verge-of-joining-eight-nations/')>0?'https://www.rugbypass.com/news/laporte-springboks-on-verge-of-joining-eight-nations/':'https://www.rugbypass.com/news/laporte-springboks-on-verge-of-joining-eight-nations/'))

აჰა და დამშვიდდით ))
სამხრეთ აფრიკა ჩაანაცვლებს იაპონიას უდიდესი ალბათობით.

ჯერ ერთი, რაგბიში ისეთი მყიფე
ორგანიზაციებია, რომ უკვე შემდგარი და დადასტურებული ტურნირებიც კი ჩაშლილა, ტესტებზე რომ არაფერი ვთქვათ.
მეორე, ორღობეში ყურმოკრული ჭორის დონის ინფორმაციის გავრცელება რომ უმადური საქმეა ესეც ცხადია ამ დაქცეულ ქვეყანაში (ამ ხალხს კიდე გაგიჟება უნდა?). მესამე და მთავარი!! ბიჯო ნაბოლარი იტალია 10 წელი კროჭზე იხეოდა, რომ საქართველოსთან არ ეთამაშა და სანამ ვორლდ
რაგბიმ დრაკში არ მიცა
წიხლი, მანამდე
არ
გვეთამაშა (და თან ისიც იმ დროს თვითონ ფორმის პიკში
რომ იყვნენ და ჩვენ ჩმორობის).
ხოდა მეტი არაა ჩემი მტერი იტალია ეხლა დათანხმდეს საქართველოს მიწვევას მაგ ტურნირზე.

15:49 | 31.08.2020
dinamo222 (692)

იტალია არაფერ შუაშია იმ 6 ერის მაჩანჩალებს ისეთი სახელი და გადამწყვეტი ხმა არა აქვთ ჩვენ რომ აგვიკრძალოს იქ მონაწილეობა ! უბრალოდ ჩვენ ვერ გვიტანენ უფრო ბობოლა ქვეყნები იმიტომ ვერ გვიტანენ რომ გაღლეტილები ვართ და ჩვენგან არანაირ მოგებას არ ელიან @

17:17 | 29.08.2020
თენგაბი (11)

ა კაცი, ბილ სვინი ყოფილა კაცური კაცი! ვენაცვალე მაგას და აცალეთ, იქნებ ინგლისელმა მაინც გააკეთოს ქართული საქმე.

14:28 | 29.08.2020
dinamo222 (692)

ძალიან მაგარი კი იქნება თუ ცევენ იქ მოვხვებით მაგრამ არა მგონია რომ ასე მოხდეს იმიტომ რომ ჯერ თიაპონია ცდილობს ა ნაკრებით ჩავიდეს და ის ნაბ..რი ფულისტები მაგ ვარიანტს ემხრობიან და თუ ა ნაკრებითაც ვერ ჩავიდა იაპონია მაშინ სხვა ფულიან ქვეყანას მიიწვევენ ან ამერიკას ან კანადას ან ესპანეთს და ამისთვის უკვე ჩალიჩობენ ესპანეთის რაგბის უფროსები ჩვებგან განსხვავებით @ ჩვენებს ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული და ელოდებიან როდის მიიწვევენ დიდი თხოვნით და ხვეწნით @@

11:13 | 29.08.2020
გუგა80 (177)

ვაა ეს რა ხდება? რომის პაპი გარდაიცვალა? გაიბოლა საიტი )))

23:41 | 28.08.2020
qomagi (248)

თუ ეს დაპირებები და ოცნებები რეალობად იქცევა მაგას რა სჯობს, მაგრამ როგორც საქართველოს სულგანათლებული მეფე ბაგრატ IV იტყოდა, ვიდრე თუალითა არა ვიხილო, არა მწამს!

0.085342