ფრანგული გამოცემა Le Figaro იტყობინება, რომ შემოდგომაზე გასამართ სარაგბო ტურნირში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.
რვაგუნდიან ტურნირში ექვსი ერის ქვეყნები, ფიჯი და იაპონია უნდა ჩართულიყვნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს.
ცნობილი ფრანგული გამოცემის ვარაუდით, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, რაც შორეულ და სარისკო ფრენებს უკავშირდება, იაპონიის ნაცვლად ტურნირზე „ბორჯღალოსნები“ ითამაშებენ.
საქართველოს სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბევრი ქართველი მორაგბე საფრანგეთსა და ინგლისში თამაშობს. მსოფლიო რაგბი 2020 წლის კალენდრის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ან ეს სათაური შეცვალეთ, ან ახალი სტატია დაწერეთ...
გძინაააავთ ? "დაგვადო სველი" სარაგბო მსოფლიომ ))
აუუ ნაღდად არ ვიცი რა ვთქვა რააა ! საქართველო ისევ ნულზე დატოვეს @ სასწრაფოდ უნდა გადადგეს რაგბის კავშირის მთელი შემედგენლობა ! რაც ეგენი მოეთრნენბ იმის მერე სულ უკან მიდის ჩვენი რაგბის საქმე @ აი ეხლაც იაპონიის დელეგაციამ კარები აუტალახეს ამ ტურნირის დირექციას და გაძვრნენ მაინნც დაროგორც ვიცი A ნაკრებით !!! და ჩვენ უსაქმურებს კი ფეხი ფეხზე ქონდათ გაადადებული და ელოდნენ როდის აახლებდნენ ტურნირის მისაწვევს @@ ---stripslashes((strlen('http://lelo.ge/article/რაგბი-გაფართოებულ-6-ერში-საქართველო-არ-იქნება-22996')>0?'-http://lelo.ge/article/რაგბი-გაფართოებულ-6-ერში-საქართველო-არ-იქნება-22996':'-http://lelo.ge/article/რაგბი-გაფართოებულ-6-ერში-საქართველო-არ-იქნება-22996'))
თუ ეს სიახლე რეალურია, უკვე უნდა იყოს შემადგენლობა დასახელებული, რომელიც აღნიშნულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამჯერად ნოემბრის ტესტები დიდი ალბათობით არ იქნება. რაგბის კავშირი უკვე უნდა ცდილობდეს რუსებთან შეხვედრის მერე კიდევ ერთი ტესტის გაჩარხვას. ეს ტურნირი ჩვენი დიდი შანსია და კარგად მომზადების შემთხვევაში, შეიძლება თავის გამოჩენა. და არა ისე, როგორც იტალიასთან, შეკრებიდან პირდაპირ ფლორენციაში რომ წავედით.
მოკლედ, ეს "იტალიას გავხევთ" ქართულ სარაგბო კრედოდ ჩამოყალიბდა რაა )))
სხვათაშორის აპენინელებიც იგივეს ფიქრობენ ჩვენზე და ჩვენგან განსხვავებით ასრულებენ კიდეც ჩანაფიქრს რია ვიცი...
ეს თუ მართლა ასე მოხდა, ძალიან მაგარი იქნება!!! და იტალიის ტყავსაც დავხევთ იმედია. მაგრამ მთავარი მწვრთნელის ამბავში რა ხდება? მაისაშვილი მოამზადებს გუნდს თუ ის გიჟი სამხრეთ აფრიკელი ინიშნება?
იტალიას თუ შევხვდებით ეხლა ნაღდად არ გადაგვირჩებიან ! მაშინდელივით კი არ იქნება სტუმრად რომ ვეთანაშეთ და 8 (!) ძირითადის მოთამაშე რომ გვაკლდა !
ნეტავ მართალი იქნებოდეს და ჯგუფში იტალიასთან მოგვიწიოს შეხვედრა.
ეს თუ მოხდა უმაგრესი იქნება და შანსი იმის,რომ დავამტკიცოთ ვართ ღირსი 6 ერმა სერიოზულად იფიქროს ჩვენ დამატებაზე და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ,საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ,ყველა რესურსი ჩავდოთ,რომ არა მხოლოდ ღირსეულად,არამედ წარმატებით ვიასპარეზოთ