ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი ექვს ერში საქართველოში გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებს. როგორც ინგლისელმა განაცხადა, რომ ეს პრობლემას, რომელიც რაგბის წინაშე დგას ვერ მოაგვარებს და უფრო ღრმა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„ექვს ერში პრობლემა არსებობს და თუ იტალიას დავაქვეითებთ, რა მოხდება? ჩვენ არ გვაქვს ისეთი სიტუაცია, როგორც ფეხბურთში, სადაც მეორე დონის ქვეყნები უმტკვნეულოდ ახერხებენ დაწინაურებას. ჩვენ ევროპაში ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. მსოფლიო რაგბისთვის უფრო გრძელვადიანი გამოწვევა არსებობს, რომ შეიქმნას უფრო მდგრადი და ძლიერი ინვესტიცია მეორე დონის ქვეყნებისთვის.
თუ ექვს ერში იტალიას საქართველოთი ჩავანაცვლებთ, არმგონია, რომ პრობლემა გადაიჭრეს. გლობალური კალენდრის იდეა არის ის, რაც საშუალებას მისცემს მეორე დონის ქვეყნებს განვითარდნენ და პროგრესი განიცადონ“, - თქვა სვინიმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია