სიახლეები

13:25 | 20.05.2020 | ნანახია 577 - ჯერ

საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება: ჩემპიონატების განახლების სავარაუდო ვადა და აუცილებლად შესასრულებელი პირობები

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2019/2020 წლების სეზონის დუბლშემადგენლობების, ჭაბუკთა და საფესტივალო ჩემპიონატები აღარ განახლდება, კაცთა ლიგებში კი, სავარაუდოდ, ტურნირები აგვისტოში განახლდება, მკაცრად გაწერილი და აუცილებლად შესასრულებელი პირობების გათვალისწინებით.

ვრცლად:

ყურადღება: ქვემოთ მოცემული გეგმა გაწერილია სახელმწიფოში COVID 19-ის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესაბამისად და სავსებით შესაძლებელია მოხდეს მისი გადახედვა ვითარების ცვლილების მიხედვით!

შეწყდეს | დუბლიორთა, ჭაბუკთა ‘ა’, ‘ბ’ და საფესტივალო ლიგების შეჯიბრებები 2019-2020 წლის სეზონის მიხედვით!

დიდი 10-ის, პირველი და მეორე (რეგიონალური) კაცთა ლიგების, შესაბამისი დებულებებით ეტაპობრივი განახლების სავარაუდო გეგმა:

  1. 22 მაისიდან, გუნდებს მიეცეთ რეკომენდაცია მოთამაშეთა ინდივიდუალური ვარჯიშების გააქტიურების შესახბ (რეკომენდაცია ეძლევათ ღია სივრცეზე, მათ შორის მოედანზე, თუმცა გასახდელების გამოყენების გარეშე);
  1. 1 ივნისიდან გუნდებს მიეცეთ 10-10 კაციან ჯგუფებად მოედანზე (ღია სივრცეში) 3 და მეტ მეტრიანი დისტანციის დაცვით, ვარჯიშების განახლების უფლება, COVID 19-ის მენეჯერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ (COVID 19-ის მენეჯერის შესახებ იხილეთ ქვემოთ);
  1. 20 ივნისიდან სავარაუდოდ, გუნდები შეძლებენ მოთამაშეთა ჯგუფების გაფართოებას (10-ზე მეტი), კვლავ კლუბის COVID 19-ის მენეჯერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. კლუბებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ გასახდელები. ამ შემთხვევაში სავალდებულოა: გასახდელების ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ დეზინფიცირება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს მოთამაშეთა და პერსონალის ვარჯიშამდე სკრინინგი;
  1. 1 ივლისიდან გუნდებს სავარაუდოდ შესაძლებლობა მიეცემათ გადავიდნენ სრულფასოვან (კონტაქტურ) ვარჯიშებზე, კვლავ COVID 19-ის მენეჯერის მეთვალყურეობის თანხლებით;
  1. ჩემპიონატების გაგრძელება სავარაუდოდ იგეგმება 24-26 ივლისს, ან 31.07-02.08, თუმცა სტადიონზე მაყურებლების დაშვების გარეშე (ცარიელი ტრიბუნების თანხლებით). ამ საკითხთან დაკავშირებით, მხედველობაში მიიღება სახელმწიფოს რეკომენდაციები და ცვლილებების შესახებ, საჭიროების მიხედვით, განახლებებს მოგაწვდით საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი;
  1. განახლებების სავარაუდო სქემები:

დიდი 10 | ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი 4 ტური, რომელსაც მიყვება პლეიოფები არსებული დებულების შესაბამისად – სულ გაიმართება 8 ტური (დიდი ფინალის ჩათვლით). მატჩები ჩატარდება 4 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-5 დღეს.

1-ლიგა | ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი 3 ტური, რომელსაც მიყვება საპლეიოფო, გადასასვლელი 2 ტური – სულ გაიმართება 5 ტური. მატჩები ჩატარდება 5 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-6 დღეს.

რეგიონალური (მეორე) ლიგა | ჩატარდება 2 საპლეიოფო და 2 გადასასვლელი ტური – სულ 4 ტური; მატჩები გაიმართება 7 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-8 დღეს;

ტრანსფერები

2020-2021 წლის სეზონის სატრანსფერო ვადები, სავარაუდოდ განისაზღვრება შემდეგი სახით:

1 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;

საბუთების შემოტანის სავალდებული ვადები: 17 სექტემბრიდან 22 სექტემბერის ჩათვლით;

ახალი სეზონი

კაცთა ლიგების გათამაშებების სტარტის სავარაუდო თარიღებია: 2020 წლის 25-27 სექტემბერი, ან 2-4 ოქტომბერი.

ჭაბუკთა ლიგები

სატრანსფერო ვადების განსაზღვრება და ტურნირების სტარტი მოხდება კაცთა ლიგებთან შედარებით ადრე და ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდება;

კლუბის COVID 19 მენეჯერი

საქართველოს რაგბის კავშირის COVID 19-ის მენეჯერის მიერ, გაიმართება სპეციალური ვებინარი – პანდემიის პირობებში რაგბში უსაფრთხო დაბრუნების შესახებ.

ამ ვებინარზე დასწრება სავალდებულო იქნება ზემოთ ჩამოთვლილ ლიგებში მონაწილე ყველა კლუბის მენეჯერისა და ექიმისთვის. ვებინარზე განიხილება მსოფლიო რაგბის უახლესი რეკომენდაციები, რაც მოიცავს:

  1. უსაფრთხო დაბრუნების ძირითად პრინციპებსა და მითითებებს;
  2. სავალდებულო, COVID 19 ონლაინ მოდულის გაცნობას;
  3. კლუბის COVID 19-ის მენეჯერის ფუნქცია-ვალდებულებებს;
  4. კლუბებს დაევალებათ დანიშნონ საკუთარი COVID 19 მენეჯერი;

აღნიშნულის შემდეგ, კავშირის COVID 19 მენეჯერის მიერ დაინიშნება სპეციალური სწავლება/გადამზადება კლუბების COVID 19 მენეჯერებთან, რომლებსაც ამ დროისთვის უკვე უნდა ჰქონდეთ გავლილი ზემო აღნიშნული COVID 19-ის ონლაინ მოდული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077951