ამბები

15:55 | 1.06.2014 | ნანახია 3115 - ჯერ

“ტულონმა” დუბლი მიითვალა

 

კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა”, საფრანგეთის Top 14-ის 2013-2014 წლების სეზონის ფინალში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 18:10 დაამარცხა და დუბლი შეასრულა.

ტულონელები დუბლთან ახლოს შარშანაც იყვნენ, მაგრამ “ჰაინეკენის თასის” მოგების შემდეგ, მაშინ იმავე “კასტრს” ვერ გაუმკლავდნენ. ამჯერად ერთი კვირის “ჰაინეკენის თასის” ფინალის მოგების შემდეგ, მათ საფრანგეთშიც იპირველეს და საკუთარი ლიდერი - ინგლისელი მგეზავი ჯონ უილკინსონი რაგბიდან დუბლით გააცილეს. სამწუხაროა, რომ ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა არცერთ ქართველ ლეგიონერს არ მიუღია.

ანგარიში მე-8-ე წუთზე სწორედ უილკინსონმა გახსნა, როდესაც კარგი სტარტის შემდეგ თანაგუნდელებმა მას დასარტყმელი პოზიციიდან 3 ქულის აღების საშუალება მისცეს. “კასტრმა” მალევე თავის ნახევრიდან წამოწყებული კონტრშეტევით უპასუხა, დელონ ერმიტაიჯმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა და მაქს ევანსმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო რორი კოკოტმა გარდასახვა გამოიყენა. 30-ე წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 32-ე წუთზე უილკინსონმა ჯარიმით ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 35-ე წუთზე თავისი საფირმო არეკნი შეასრულა და საკუთარ გუნდს ტაიმი 12:10 მოაგებინა.

“ტულონი” დიდ უპირატესობას ფლობდა შერკინებაში, რაქებში და მოლებში, ეს მეორე ნახევარში უილკინსონმა კიდევ 6 ქულად აქცია (ორი ჯარიმა) და თავის უკანასკნელ მატჩში, საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, გუნდს 18-უვე ქულა შესძინა. შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან ტულონელ ქართველებს მამუკა გორგოძეც შეუერთდება.   


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.455617