ლეგიონერები

19:24 | 29.03.2020 | ნანახია 3137 - ჯერ

მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის

ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გოროგძე კარიერას ასრულებს. ამის შესახებ 35 წლის მორაგბემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გორგოძემ აღნიშნა, რომ „ტულონთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და კარიერას დაასრულებს, რაგბში სხვა რანგში დარჩენას კი ამ ეტაპზე არ აპირებს. გარდა ამისა, მამუკამ საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩები შეაფასა და კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს როდის განახლდება ტოპ 14 ან განახლდება თუ არა საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ბოლო მაქვს. ზოგი მეუბნება, რომ ასეთ დასასრულს არ ვიმსახურებ, თუმცა ჩემთვის მთავარია ეს კორონავირუსი გადავიდეს და ხალხი არ დაიხოცოს, რაგბი და სპორტი მეორე პლანზე გადავიდა. მთავარია საქართველო და ჩემი ოჯახი იყოს კარგად, თან ძალიან რთულია აქედან, რაღაცნაირად გვინდა, რომ ჩვენს ხალხს გვერდში დავუდგეთ.

კონტრაქტი 30 ივნისს მისრულდება და კარიერას ვასრულებ. ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ, მაგრამ რაგბში დარჩენას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, გვერდით ვიქნები რაგბის და დავეხმარები, როგორც დასჭირდება.

ეროვნული ნაკრები? ლევან მაისაშვილი ჩემი მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ თამაშები სუსტ მეტოქეებთან გვქონდა და მათთან თამაში ჩვენთვის არაფრის მომცემი არაა, დიდი პატივისცემის მიუხედავად, წელს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობ, რომ შედარებით უფრო გაშლილ რაგბს ვთამაშობდით. ჩემი აზრია, რომ ახალგაზრდებს მეტი შანსი უნდა მიეცეთ. გულშემატკივრებიც უნდა მოემზადონ, რომ შეიძლება იყოს წაგება, მაგრამ ეს არ იქნება საგანგაშო. მე უფრო მეტ ახალგაზრდას მივცემდი ასეთი დონის გუნდებთან თამაშს. ყველა უნდა ვუმიზნებდეთ, რომ მომდევნო მსოფლიო თასისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ და არა იმისთვის რაგბი ევოპის თასი ავწიოთ, ეს არასწორი მიზანია, თვალებში ნაცრის შეყრაა, დღევანდელი მიზანია. დღეს უნდა დავთესოთ, რომ ხვალ მოსავალი მივიღოთ“, - აღნიშნა გორგოძემ.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძე „ტულონის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს, მანამდე კი „ლელო სარასენსისა“ და „მონპელიეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 75 მატჩი და 135 ქულაა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:28 | 11.09.2020
McCaw (168)

.

00:35 | 07.04.2020
buratino (480)

ეეჰ, ნეტავ ბევრი გვყავდეს მამუკასნაირი დიდი ქართველი... თანაც, მართლაც გაცილებით უკეთეს დასასრულს (სპორტულს ვგულისხმობ) იმსახურებდა

21:54 | 31.03.2020
პანტელეიმონი (1218)

გვეამაყები მამუკა ! ! !

00:06 | 31.03.2020
NIKA..01 (335)

მსოფლიო რაგბის ლეგენდა და ქართული რაგბის სიამაყე!

20:00 | 29.03.2020
sport..»farther more rugby (86)

გორგოძილ

2.520175