ლეგიონერები

23:12 | 13.04.2020 | ნანახია 1871 - ჯერ

ბექა გიგაშვილი TOP 14-ის პირველი წრის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და „ტულონის“ მორაგბე ბექა გიგაშვილი TOP 14-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებური გამოცემა branchezrugby.fr-მ გამოარჩია.

„ამ სეზონის სიურპრიზი ქართველი მორაგბეა. ის „ტულონში“ „გრენობილიდან“ ჩავიდა და პირველივე სეზონში შთაბეჭდილება მოახდინა. მსოფლიო თასის გამო გუნდს გვიან შეუერთდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სწრაფად შეეჩვია ახალ გუნდს. შრომისმოყვარეა, რომელიც დიდი ოდენობის დავალებას ასრულებს“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ 2019-2020 წლების სეზონში ბექამ „ტულონის“ რიგებში 11 თამაში ჩაატარა და 3 ლელო მიითვალა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083057