ვეტერანმა ბორჯღალოსანმა შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის მორაგბე ნაკრებთან დამშვიდობებას რუსეთთან მატჩის შემდეგ გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს შეხვედრა გადაიდო.
სუთიაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით პირველი შეხვედრა 2005 წლის 12 ნოემბერს, ჩილეს წინააღმდეგ გამართა და მას შემდეგ ნაკრების კვართი 82-ჯერ მოირგო (2 ლელო).
მეორეხაზელს 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მას ბორჯღალოსნებისთვის 15-ჯერ უკაპიტნია და ყველა ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
შალვა სუთიაშვილი 2015 წლიდან საფრანგეთის პრო დე2-ის გუნდის, ‘ანგულემის’ ღირსებას იცავს, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მადლობა სუთი ! ! !
უდიდეს პატივს ვცემ სუთის.ბოლომდე იხარჯებოდა ყოველთვის, როდესაც მოედანზე გადიოდა.სურვილი მაქვს,რომ საქართველოში გამართული მატჩის შემდეგ დაასრულოს კარიერა,რათა გულშემატკივარს საშუალება მოგვეცეს გამოვემშვიდობოთ მას,როგორც ნაკრების მოთამაშეს,ტაში დავუკრათ,მადლობა გადავუხადოთ და ვუთხრათ,რომ მუდამ იქნება ჩვენ გულებში.
მერჩივნა ცენტურიონად წასულიყო, მაგრამ როგორც არ უნდა წავიდეს, მოედანზე შალვას ჯაფა, ამაგი, დაღვრილი სისხლი და ოფლი ყოველთვის ემახსოვრება რაგბის ნამდვილ გულშემატკივარს. რაგბზე რომ ჭკუა მეკეტება, თქვენი თაობის უდიდესი დამსახურებაა, მათ შორის შენიც, დიდი მადლობა შალვა! ღირსეულად გაეგრძელებინოთ უმცროსებს თქვენი დაწყებული ბრძოლა, რაგბი ჩვენი თამაშია!