საერთაშორისო

20:48 | 7.03.2020 | ნანახია 4525 - ჯერ

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი პორტუგალიასთან საფრანგეთში ჩაატარა და მეტოქე 39:24 დაამარცხა. ქართველებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები ერთი ტურით ადრე გახდნენ, ხოლო ტურნირი მეთორმეტედ მოიგეს. პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 17:14 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში პორტუგალია 22:10 დაამარცხეს.

60 წუთის განმავლობაში პორტუგალიის ნაკრები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა საბოლოოდ ქართველებმა მაინც გატეხეს მეტოქე და 15 ქულით გაიმარჯვეს. პორტუგალიელები ძირითადად ბურთის გაშლაზე იყვნენ ორიენტირებული და ცდილობდნენ ხაზი გაეჭრათ, რაც კარგად გამოსდიოდათ და უპირატესობის მოპოვებას ახერხებდნენ. სამაგიეროდ ქართველებმა მეტოქე მოლში დაჩაგრა. შერკინებაში ქართველებს უპირატესობა კი ჰქონდათ, თუმცა რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და პორტუგალიას ქულების მოპოვების შანსი მისცეს.

მეოთხე წუთზე პორტუგალია შერკინების დროს დაჯარიმდა და ქართველებმა ბურთი აუტზე გადაიტანეს, საიდანაც წარმატებით მოაწოდეს, მოლი შეკრეს და შალვა მამუკაშვილმა მატჩის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვა სოსო მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა.

მეშვიდე წუთზე შეტევა პორტუგალიელებმა დაიწყეს, ერთხელ ხაზი გაჭრეს და სწრაფი შეტევა საბოლოოდ მანუელ პინტომ ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 7:7 გახდა. საქართველომ მალევე უპასუხა მეტოქეს, მეათე წუთზე დემე თაფლაძე ბექა გორგაძის გადაცემის შემდეგ ფლანგზე გაიჭრა, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და კვლავ გორგაძეს დაუბრუნა ბურთი, რომელიც კარგად მიყვა, და კაპიტანმა ლელო მიითვალა. გარდასახვა კი მათიაშვილმა ზუსტად ვერ შეასრულა.

23-ე წუთზე საქართველო მეტოქის ნახევარზე იყო და უტევდა, როდესაც ლაშა მალაღურაძის გადაცემა პორტუგალიის მე-11 ნომერმა, დანი ანტუნეშმა ჩაჭრა და მისი გაჩერება ვერავინ შეძლო - შედეგად მასპინძლები წინ გავიდნენ - 14:12. ორიოდე წუთში პორტუგალიელებმა ფლანგზე კვლავ შეძლეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა აუტზე გადავიდნენ და სახიფათო მომენტი განიმუხტა. 29-ე წუთზე საქართველო შერკინებაში დაჯარიმდა, ხოლო დანიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულა.

32-ე წუთზე პორტუგალიელ მორაგბეს შეტევის დრო ბურთი დაუვარდა წინ და შერკინება დაინიშნა, სადაც საქართველოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დაჯარიმდა. ქართველებმა აუტში გადაიტანეს ბურთი - ქართველებმა ბურთი ზუსტად შემოიტანეს და მოლი შეკრეს, მიაწვნენ და ჩაიქცა, შემდეგ კი ბრეგვაძემ სწრაფად გაათამაშა ბურთი, ხოლო ლაშა ხმალაძის გადაცემის შემდეგ დავით კაჭარავამ ფლანგიდან ლელო დააფიქსირა. მესამე ლელოს შემდეგ მათიაშვილმა გარდასახვა კვლავ არაზუსტად შეასრულა და ანგარიში 17:14 დარჩა. შეხვედრის ბოლო წუთზე პორტუგალია დაჯარიმდა, შეტევის დროს უბურთოდ მყოფ ლაშა მალაღურაძეს დაეჯახა პორტუგალიელი - აუტზე გადატანილი ბურთი ქართველებმა შემოიტანეს და მოლი წარმატებით დააყენეს, თუმცა ლელოს ხაზთან "ბორჯღალოსნებს" ბურთი წინ დაუვარდათ და მსაჯმა პირველი ტაიმი დაასრულა.

მეორე ნახევარი პორტუგალიის უპირატესობით დაიწყო, ჟოაუ ბელუმ მეორე წუთზე ხაზი გაჭრა და მასპინძლები წინ გაიყვანა - 21:17. მეხუთე წუთზე ქართველები სახიფათო შებოჭვის გამო დაჯარიმდნენ, ხოლო ანტუნეშმა ჯარიმა გააფუჭა და ანგარიში უცვლელი დარჩა. 49-ე წუთზე მსაჯმა ქართველები დააჯარიმა, რადგან აუტიდან შემოტანილი ბურთზე ქართველებმა თამაშის წესების დარღვევით ითამაშეს და პორტუგალიას დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა ანტუნეშმა კვლავ ვერ გამოიყენა სამი ქულის მოპოვების შანსი.

პორტუგალიელების შეტევების შემდეგ ქართველები გამოფხიზლდნენ და 57-ე წუთზე აუტიდან შემოიტანეს ბურთი, მოლი დააყენეს და ბექა საღინაძემ ლელოთი დააგვირგვინა შეტევა. სამწუხაროდ გელა აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა და ანგარიში 22:21 დაფიქსირდა.

63-ე წუთზე ქართველები შერკინებაში დაჯარიმდნენ, ხოლო ანტუნეშმა ამჯერად სამი ქულა მოუტანა გუნდს და პორტუგალია წინ გავიდა - 24:22. ოთხ წუთში ქართველებმა კარგი შეტევა განახორციელეს, ბექა საღინაძის გარღვევის შემდეგ ფლანგისკენ გაგრძელდა შეტევა, სადაც მალაღურაძეს მეტოქემ ხელი ჩაარტყა და პორტუგალია საჯარიმო ლელოთი და ყვითელი ბარათით დაისაჯა - 29:24. აღნიშნული მომენტიდან ორ წუთში საქართველომ საკუთარი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო და რამდენიმე პასის შემდეგ დემე თაფლაძე მარტო დარჩა და ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი ლელო გაიტანა, ხოლო აფრასიძემ გარდასახვა კუთხიდან ვერ შეასრულა - 34:24. ამის შემდეგ მასპინძლების თამაში აირია და ქართველებმა ამით ისარგებლეს - 34-ე წუთზე პორტუგალიელებმა შეტევის დროს ბურთი დაკარგეს, დემე თაფლაძემ ბურთს ფეხი მიარტყა, შემდეგ მათიაშვილმა ფეხით გაიგდო წინ ბურთი, დაიჭირა და ანგარიში 39:24 გახდა.

ამრიგად, საქართველო ნაადრევად გახდა ჩემპიონი და "ბორჯღალოსნებს" ბოლო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 14 მარტს 16:00 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. IV ტური. 7 მარტი

პარიზი (საფრანგეთი). "სტად ჯან ბუენი"

პორტუგალია - საქართველო 24:39 (14:17)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:22 | 08.03.2020
ოვალური კორბენი (276)

ეჰ, ტიტული იცოცხლეთ კარგია, მაგრამ ეს დაახლოებით იმას ემსგავსება, ფედერერი რომ უკვე 17 წელია გულშემატკივრების უსაყვარლესი ჩოგბურთელის პრიზს იღებს

09:47 | 08.03.2020
პანტელეიმონი (1218)

ვულოცავ ბორჯღალოსნებს ! ! !

ნაკრებში ჩემი აზრით ყველაფერი სწორედ მიდის, ყოველ შემთხვევაში ჯერ - ჯერობით, რასაც ვერ ვიტყვით რაგბის კავშირში და მთლიანად ქართულ რაგბში მიმდინარე პროცესებს. სისტემა ისე მოეწყო, რომ პროგრესული, კომპეტენტური და მომავალზე ორიენტირებული ძალები ვერ ახერხებენ ხელმძღვანელობაში მოსვლას. მივიღეთ ვითარება, როცა რეგრესული, კორუმპირებული გუნდი უპირისპირდება უსაფუძვლო ამბიციების, "საძმოს" პრინციპით მოქმედ გუნდს. გამოსავალი ერთია; სახელმწიფოს ჯანმრთელ ლობირებაში, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს იმედი ოცნების სახელმწიფო ჩინოვნიკების მიუკერძოებლობის და კომპეტენციის. იმედი ისევ თვითონ ქვეყანაში ცვლილებების მაქვს, რომ იქნებ ქვეყნის სათავეში ისეთი ხალხი მოვიდეს, რომელიც ქვეყანას ყველა სფეროში არსებული კრიზისიდან გამოიყვანს და მათ შორის რაგბსაც, რომელიც ჩემი აზრით დიდი სისტემური კრიზისკენ მიექანება.

00:59 | 08.03.2020
გუსანი (34)

ვულოცავ ბიჭებს, ეს თამაში უფრო ,,პორტუგალიამ წააგო, ვიდრე ჩვენ მოვიგეთ" არ ვიცი მოტივაციის ნაკლებობას მაინც ვერ დავაბრალებ, უბრალოდ ვეღარ ვიზრდებით და ეს სახეზეა, ვრჩებით ამ მიწოლის ამარას. მაგაშიც დისციპლინარული ჩავარდნებია, მეტოქემ უფრო კარგად, ლაღად ითამაშა 60 წთ-მდე გვიჭერდა შეცდომებზე, ბოლომდე საბედნიეროდ ვეღარ გაძლეს...ჩვენ... ?! 20 წლიანებს მიხედეთ, თორემ გამოვარდებით 12 -დან.

22:52 | 07.03.2020
Shota-1980 (1)

ამ თამაშმა დაადასტურა,რომ დროულად უნდა მოხდეს ძველი თაობის (1990 წლამდე დაბადებულების) წასვლა ნაკრებიდან, განსაკუთრებით უკანა ხაზელების და აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალგაზრდა მოთამაშეებზე, ვფიქრობ 1996 წელს ზევით დაბადებულებზე. კაჭარავა, ბეგაძე, მალაღურაძე, თოდუა, ხმალაძეც მსოფლიოს შემდეგ უნდა წასულიყო ნაკრებიდან აბსოლიტურად გაუგებარია მათი გამოძახება, როდესაც 1 ან 2 წელიწადში ისინი ასაკის გამო საერთოდ წავლენ რაგბიდან და რაგბი ევროპაზე მათი გამოძახება ალოგიკურია. აქცენტი უნდა გაკეთდეს შემდეგ მსოფლიოზე, შესაბამისად ახალგაზრდებზე, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებში ადასტურებენ დიდ პოტენციალს.
ასევე ალოგიკურია ბესიკ ხამაშურიძის მოწვევა სამწვრთნელო შტაბში - ყველაზე წარუმატებელი ქართველი მწვრთნელის, ვგულისხმობ ბოლო თამაშებს ხაგუარესთან და რუსეთთან. უფრო რაციონალური იქნებოდა 20 წლამდელების მწვრთნელებიდან ერთ-ერთის დანიშვნა ახალ უცხოელი მწვრთნელის მოწვევამდე. როგორც ჩანს, აქ პირადმა ურთიერთობებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი მაისაშვილის დატოვებაზე და ხამაშურიძის მოწვევაზე, ასევე ასაკოვანი მორაგბეების გამოძახებაზე, მაგრამ არ შეიძლება მეგობრული ურთიერთობებით ხდებოდეს გუნდის ფორმირება, როცა ეროვნულ ნაკრებზეა საუბარი.
პ.ს. დასახელებული მორაგბეებს დიდი მადლობა, რაც ადრე გააკეთეს ქართული რაგბისთვის, მაგრამ შემდგომი განვითარებისთვის დროა წავიდნენ.

21:22 | 07.03.2020
NIKA..01 (335)

ეს კონკრეტული თამაში კი ძალიან დაბალი ხარისხის იყო,დაცვის თამაში სირცხვილი და სრული კატასტროფა.მაღალი დონის,გამოცდილი და წარმატებული კარიერის მქონე უცხოელი მწვრთნელი გვჭირდება...ოღონდ,მაღალი დონის უცხოელი!და არა უბრალოდ უცხოელი..ქართველ მწვრთნელებს კი ბევრი სწავლა და შრომა ჭირდებათ,რათა უმაღლესი დონის პროფესიონალები გახდნენ და პროფესიული კუთხით უკეთესად გამოადგნენ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც .კავშირის მხრიდან კი მათი განვითარების ხელშეწყობა არის სავალდებულო.

21:15 | 07.03.2020
NIKA..01 (335)

ძალიან დიდი შიში მაქვს ქართული რაგბის მომავლის მიმართ.კატასტროფაა,როდესაც ჩვენი მორაგბეები და მათ შორის ასაკობრივი და მთავარი ნაკრების ყოფილი,თუ ამჟამინდელი მორაგბეები სათამაშოდ მიდიან რუსეთში,სადაც თავად ვერ პროგრესირებენ,მაგრამ სამაგიეროდ ღორისტანელების რაგბს ავითარებენ.ფინანსები თუ არ გაიზარდა ქართულ რაგბში იმდენადმაინც,რომ ქართველი ახალგაზრდა მორაგბე,მითუმეტეს ნაკრების წევრი არ წავიდეს ღორისტანში სათამაშოდ,ძალიან ცუდად იქნება ქართული რაგბის საქმე.არადა 4-5000-ც,რომ ქონდეთ დიდ-10ში მოთამაშე ნაკრების წევრ მორაგბეებს ხელფასი უკვე აღარ წავიდოდა ამდენი მორაგბე ღრუსეთში...

01:00 | 08.03.2020
jora84 (183)

1. რუსულ რაგბს განვითარების რა შეატუვეთ,
2. რომელი ახალგაზრდა ნაკრების წევრი წავიდა რუსეთში?

15:53 | 08.03.2020
NIKA..01 (335)

სხვათაშორის მე არ დამიწერია,რომ ღორების რაგბი სწორი მიმართულებით და სწრაფად ვითარდება,მე დავწერე,რომ ჩვენი მორაგბეები უწყობენ ხელს მათი საკლუბო რაგბის განვითარებას და ამავდროულად თავად ვერ პროგრესირებენ,რადგან დაბალი დონის ჩემპში ასპარეზობენ.თუმცა ჩვენთან შედარებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია მათი საკლუბო რაგბი,რადგან შეუძლიათ საკმაოდ ნორმალური დონის ლეგიონერების ჩაყვანა,ასევე თამაშობენ ჩელენჯ თასზე და შესაბამისად სეზონზე 6 მატჩს მართავენ უმაღლესი დონის მეტოქეთა წინააღმდეგ,რაც დამეთანხმები დადებითად მოქმედებს მათი პრემიერლიგის,გუნდების და მორაგბეთა განვითარებაზე.თანხები სჭირდება ჩვენ რაგბს,სამწუხაროდ თანამედროვე სპორტში ძალიან ბევრს წყვეტს ფინანსები.ჩვენ რაგბზე უნდა ვიზრუნოთ და ვისაც ეხება უნდა გამონახონ საშუალება,რომ დიდი 10-ის გუნდების დაფინანსება გაიზარდოს და გახდეს სტაბილური.რა თქმა უნდა აუცილებელია ფრანჩაიზის შექმნა და ეს უკვე სრულიად რაგბის კავშირის მოსაგვარებელი საკითხია,რადგან გუნდებისგან განსხვავებით ფრანჩაიზის ფინანსური მხარდაჭერა კავშირის საზრუნავია.

10:37 | 08.03.2020
NIKA..01 (335)

გადახედეთ მათ ბიუჯეტს,მათი კლუბების ბიუჯეტს,მათ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს.საკლუბოს განვითარება ადრე თუ გვიან იწვევს სანაკრებოს განვითარებასაც.ჩვენ ახლა მათზე გაცილებით წინ ვართ,მაგრამ საკლუბოს მხრივ ჩამოვრჩებით და თუ ამასარ მიეხედა მომავალში ძალიან გაგვიჭირდება პროგრესი.რომელიმე ტოპ ჩემპში ფრანჩაიზის ჩართვის გარეშე ქართულ რაგბში ჯერ სტაგნაცია,შემდეგ კი რეგრესია მოსალოდნელი.გაჩეჩილაძე,კაჭი,მალაღურა მოქმედი ბორჯღალოსნები არიან,ირაკლი სვანიძე ახალგაზრდულის წევრი იყო,ფრუიძეც ბორჯღალოსანია და ასაკობრივის წევრიც იყო,ილია სპანდერაშვილი ალბათ გეხსომებათ ახალგაზრდულიდან,ჭყოიძე,აფციაური 7 კაცას წევრი....ცოტაა?

18:03 | 08.03.2020
jora84 (183)

ფრანჩიზის ამბავში ორივე ხელის აწევით გეთანხმები პატივცემულო.
რაც შეეხება სხვა საკითხევს ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით.
ჩელენჯზე 6 წელი ითამაშა ენისეიმ და ყოველ წელს შედეგს აუარესებდა, მეტიც ბოლო სეზონში ლეგიონერების წილი მაგ ტურნირზე 50%-ზე მეტი იყო. ხოლო ნაკრებში 5 კაცია მივლენილი. რაც შეეხება მანდ წასულ ჩვენებურებს, ნახეს რა, რომ სანაკრებო პერსპექტივა აღარ ქონდათ გადაწყვიტეს ორი კაპიკი მაინც გაეკეთებინათ. რუსეთის შიდა ჩემპიონატის საზომად ის ფაქტიც გამოდგება, საუკეთესოდ დასახელებული მიშუ გაჩეჩილაძე 20-22 წლის ბავებს ვერ აჯობა სანაკრებო კონკურენციაში. ფრუიძე კი 2 წელია ნაკრების წევრი აღარ არის, სვანიძეს კი მხოლოდ 3 კეპი აქვს ნაკრებში.

03:56 | 09.03.2020
NIKA..01 (335)

ანუ ეს მორაგბეები დიდ-10 ს არაფერს შემატებდნენ?დასახელებული მორაგბეებით უკეთესი იქნებოდა დიდი 10 თუ არა?ჩელენჯზე გამოსვლას თვლით,რომ აზრი არ აქვს?ჩვენი გუნდები,რომ თამაშობდნენ არ წაადგებოდათ მოთამაშეებს კლასის ასამაღლებლად?ყველაზე მეტად რაგბში დამარცხება მწყინს,მითუმეტეს რუსეთთან,მაგრამ ფაქტია,რომ რუსულ გუნდთან წაუგიათ ჩვენ გუნდებს,თან საკმაოდ დიდი სხვაობით.მე ის მადარდებს ჩვენი საკლუბო რაგბის დონე უფრო უარესი რომაა ვიდრე დაბალი დონის რუსული საკლუბო რაგბისა.რუსული კლუბები თუ მაღალი ტემპით ვერ პროგრესირებენ,ან თუნდაც ნაკრები ეგ სულ ფეხებზე მკიდია,ის კი არა ძალიან არ მსიამოვნებს მათი წარმატება,მაგრამ მე მაღელვებს ის ფაქტი,რომ მათ კლუბებს განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვთ ვიდრე ჩვენსას.შესაძლებლობაზე მაქვს საუბარი და არა იმაზე ვინ როგორ იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობებს.ჩვენი მორაგბეები არ უნდა მიდიოდნრნ რუსეთში.იგივე გაჩეჩილაძე შეიძლება საფრანგეთის ტოპ14 დონის არაა,მაგრამ ნებისმიერი ქართული გუნდისთვის დიდი ძალა იქნებოდა

12:51 | 09.03.2020
jora84 (183)

სანამ ქვეყნის ეკონომიკა თავზე გვაქვს დამხობილი მანამდე შანსი არ არის შიდა ჩემპიონატს რამე ეშველოს.
ამ ეტაპისთვის ორი პრიორიტეტი უნდა ქონდეს რაგბის კავშირს:
1. ხაზის მოთამაშეების ისე დახელოვნება რომ რაც შეიძლება მეტი გავუშვათ საფრანგეტში.
2. დაანონსებული აფრიკული ფრანჩიზის უთუმცაოდ შექმნდა, რათა ხაზის მოთამაშეებს წარმოდგენა მაინც ქონდეთ სისწრაფეებზე თამაში რას ნიშნავს.
მაგრამ რაზეც მე და შენ ვსჯელობთ ცოტა სასაცილოა, იმის ფონზე რომ ლამის 10 წელია მგეზავი, ფულბექი, ზოგადად აუთსაიდ ბექები და რამე რომ იყოს ნომრალური ცენტრებიც კი ვერ გაგვიზრდია.

14:51 | 09.03.2020
NIKA..01 (335)

გეთანხმები,არადა სულაც არ ჭირდება სარაგბო გუნდს გრანდიოზული ფინანსები,რომ მორაგბრ იმდენად დააკმაყოფილოს რუსეთში არ წავიდეს.საფრანგეთის ტოპში ან პრო დ2ში,რომ წავიდნენ და სათამაშო პრაქტიკა ქონდეთ გამიხარდება კიდეც,მაგრამ რუსეთში არა.ჩვენთან ბიზნესს თავისუფლად შეუძლიათ დააფინანსონ სარაგბო გუნდი კარგ დონეზე და სტაბილურად.თბს,საქბანკი,ვისოლი,გალფი,თეგეტა და ა.შ. მათთვის არაა რთული წელიწადში 1-3 000 000 ლარით დააფინანსონ,აქ პრობლემა უფრო სურვილის არქონაა და არა ფინანსური მხარე.ნანკებს 200-300 მილიონი წმინდა მოგება აქვთ ყოველ წელს წმინდა მოგების სახით და 2-3 მილიონი არ შეუძლიათ დახარჯონ?შეუძლიათ,მაგრამ არ სურთ.ჩვენი ბიზნესი ხომ თეთრს არ დახარჯავს თუ სამაგიეროდ სამმაგოგებას არ ელოდება.ბევრჯერ დამიწერია,ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძუნწი ბიზნესმენები საქართველოში არიან.ბექები და ნებისმიერი სხვა პოზიციის კარგი მორაგბე,რომ გაიზარდოს საჭიროა ბავშვთა რაგბიდან მათი აღზრდა,ბავშვთა რაგბიდან,რომ აღვზარდოთ საჭიროა მეტი ფინანსების ჩადება ბავშვთა რაგბში,ინფრასტრუქტურის შექმნა და რაც მთავარია მაღალი დონის სპეციალისტები ბავშვთა რაგბში წარმატებული მოღვაწეობის ისტორიით,ამჟამად ქართველი მწვრთნელები სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს სრულად,ამიტომ საჭიროა უცხოელი მაღალი დონის სპეციალისტთა დახმარება,რათა დაეხმარონ ჩვენ ბავშვებს სწორად განვითარებაში და ასევე ჩვენმა სპეციალისტებმა მათთან თანამშრომლობით აიმაღლონ კვალიფიკაცია.დიდ პატივს ვცემ ქართველი მწვრთნელების გაწეულ სამუშაოს,მაგრამ კონკრეტულად ბავშვთა რაგბში და მითუმეტეს ბექების კუთხით ფაქტია,რომ გვჭირდება დახმარება.4-5 წლის განმავლობაში,რომ მოიძებნოს თანხა რათა ბავშვთა რაგბში უმაღლესი დონის სპეციალისტები დავიქირაოთ,შემდეგ უკვე ჩვენი მწვრთნელების დონეც ამაღლდება მათთან მუშაობით და აღარ დაგვჭირდება უცხოელი.

16:46 | 09.03.2020
jora84 (183)

როდესაც ნახევარი ქვეყანა რუსეთზეა მიბმული 30-40 მორაგბის წასვლას ვერ გავაკრიტიკებ მე პირადად.
რაც შეეხება ბავშთა რაგბს, გეთანხმებით ცალსახად. ერთი მაგრამ არის ოღონდ, გვაქვს რაგბის აკადემია მუყე ბიუჯეტით, მაგრამ რას საქმიანობენ კაციშვილმა არ იცის, ერთი მოთამაშე არ გამიგია მაგათი აღზრდილი. ასე რომ სანამ უცხოელ სპეციალისტებზე გადავალთ ჯერ აქ უნდა დამყარდეს წესრიგი. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ა.შ. ცოტა შეგნების პრობლემაც არის, მწვრთნელები უნდა გადამზადდნენ, უნდა ასწავლონ რომ 10-16 წლის ბავშვები შედეგზე არ უნდა იყვნენ ორიენტრებული, არამედ თამაშზე. მაგრამ იმდენი მაგრამ მომიგროვდა აღარ ვიცი კიდევ რა დავწერო

21:09 | 09.03.2020
NIKA..01 (335)

100%...მაღალი მწვრთნელის მოწვევას,ინფრასტრუქტურის მოწყობას,სტაბილურ და საკმარ დაფინანსებას იმ შემთხვევაში აქვს შესაბამისი ეფექტი,როდესაც არსებობს გამართული სისტემა და მკაცრა
დ გაწერილი და დეტალურად გააზრებული გეგმა რაგბის განვითარებისა

0.396293