ბორჯღალოსნები

15:20 | 1.03.2020 | ნანახია 1655 - ჯერ

20-წლამდელები. ფრანგული ტურნე | შემადგენლობა მეორე მატჩისთვის

საფრანგეთის ჩრდილოეთით ტურნეზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს, 1 მარტს, საქართველოს დროით 18 საათზე ბერგში განვითარებად საფრანგეთთან მეორე მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელშიც მასპინძლებმა 42:5 იმარჯვეს, გუნდები ამჯერად 23-კაციანი განაცხადით ითამაშებენ.

მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ, 26 თებერვლის მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა. ცენტრში თამაშს იწყებს გუნდის კაპიტანი დემურ თაფლაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბორჯღალოსნებში დებიუტი ჰქონდა. ფრთაზე ძირითად შემადგენლობაშია დაჩი პაპუნაშვილი.

შერკინებაში სამი ცვლილებაა. სასტარტო 15-ში თამაშს იწყებს ხვიჩა ცოფურაშვილი, ხოლო მესამე ხაზში საბა კურტანიძე და თორნიკე ზაქარიაძე დაწინაურდნენ. ერთი სიახლეა მარქაფაში, სადაც ბურჯი ნიკა ქარდავა გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის მიწურულს საფრანგეთის ჩრდილოეთში წვიმა და ქარია, რამაც უმცროს ბორჯღალოსნებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე მორაგბე გაცივდა და სიცხე მისცა, რამაც მწვრთნელების გეგმებში ცვლილებები გამოიწვია.

ბერგი (საფრანგეთი). მოსამზადებელი მატჩი.

განვითარებადი საფრანგეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. საბა კურტანიძე (ხვამლი), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 8. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ნიკა ქარდავა (ორიაკი, საფრანგეთი), 19. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი), 20. ირაკლი სიმსივე (აია), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. გივი ცინცაძე (არმაზი), 23. ნიკა ცინცაძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკა მამისაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

GPS: შალვა მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:36 | 05.03.2020
qomagi (248)

კი მაგრამ რა ქნეს ასეთი, რომ აღარ დაწერეთ? ასე გაფარჩაკდნენ თუ თქვენ გეზარებათ წერა?

0.083967