ლეგიონერები

21:35 | 2.03.2020 | ნანახია 1805 - ჯერ

ოფიციალურად: მამუკაშვილი "ლესტერში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი 2020-2021 წლების სეზონში "ლესტერ ტაიგერსის“ ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

„შალვა გამოცდილი მორაგბეა, რომელიც ჩვენს შერკინებას გააძლიერებს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს გუნდში წარმატებით ითამაშებს და სარგებელს მოგვიტანს. ეროვნულ ნაკრებში 70 თამაშს ვერ ჩაატარებ თუ შალვასნაირი პროფესიონალი და შრომისმოყვარე არ ხარ, ეს მასთან საუბარშიც შევამჩნიეთ“, - თქვა „ლესტერის“ თავკაცმა ჯორდან მერფმა.

„ლესტერი“ დიდი გუნდია, მდიდარი ისტორიით და მოტივირებული ვარ, რომ 100%-ით დავიხარჯო და ინგლისში საუკეთესო წლები გავატარო“, - თქვა თავად ქართველმა.

მამუკაშვილის კარიერა „ყოჩებში“ დაიწყო, საიდანაც „არმიაში“ გადავიდა. მოგვიანებით კი „შარკსის“, „გლაზგო უორიორზის“, „მონპელიეს, „ტულონისა“ და „კარკასონის“ ღირსებას იცავდა. „ბორჯღალოსნებში“ მის ანგარიშზე 73 კეპია, 2015 და 2019 წლებში კი მსოფლიო თასზე ითამაშა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:58 | 04.03.2020
qomagi (248)

წარმატებები შალვას!!! დიდი ხანია ეს ბიჭი მაღალი დონის გუნდს იმსახურებდა და როგორც იქნა!!!

0.082856