შიდა რაგბი

14:47 | 24.02.2020 | ნანახია 1979 - ჯერ

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი ყრილობაზე კვორუმის არარსებობა გახდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ავდით ირჩევნე და ხმის მიცემის უფლება 42 სუბიექტს აქვს. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე იბრძვიან.

სვანიძემ აბუსერიძე დელეგატებზე წეზოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი იყო:

„ირაკლი აბუსერიძე რეგიონებში ახდენდა დელეგატებზე ზეწოლას. წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი იყო, რომ კვორუმი არ შემდგარიყო და არჩევნები არ ჩატარებულიყო. არჩვენები 10-30 დღეში უნდა ჩატარდეს და კვორუმის დღევანდელი რაოდენობა საკმარისი იქნება“, - თქვა სვანიძემ.

„ვისაც აინტერესებდა, სიმართლე და რაგბის წინსვლა უნდა, ყველამ გაიგო, ფაქტი სახეზეა. არ ვიცი ახლა რა იქნება, წესდებით არჩევნები მინიმუმ 10 დღეში არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიმართოს", - აღნიშნა აბუსერიძემ.

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07972