ამბები

23:11 | 2.06.2014 | ნანახია 3270 - ჯერ

ბილეთების გაყიდვა დაიწყო

დაიწყო ბილეთების გაყიდვა ორ საერთაშორისო მატჩზე “მზარდ საქართველოსა” და ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრებს შორის.

ბილეთები დღეიდან ყოველდღიეურად 12:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით საქართველოს რაგბის კავშირსა და რუსთავის სარაგბო სტადიონზე იყიდება. ერთდროულად შესაძლებელია ორივე მატჩის ბილეთის შეძენა. თითოეული ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ორი საერთაშორისო მატჩი – “მზარდ საქართველოსა” და ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრებს შორის 4 და 8 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. 4 ივნისს შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 8 ივნისს კი – 18:00 საათზე.

საქართველოს მეორე ნაკრების – “მზარდი საქართველოს” მოწინააღმდეგე, ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები თბილისში დღეს ჩამოდის. ხვალ, 3 ივნისს ორივე გუნდი რუსთავის სარაგბო სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

11:00 საათზე ინგლისელები ივარჯიშებენ, ხოლო “მზარდი საქართველო” კაპიტნის ვარჯიშს 17:00 საათზე გამართავს, რომელზეც ფოტო-ვიდეო გადაღება შესაძლებელი იქნება დაწყებიდან პირველი 10 წუთის განმავლობაში.

გუნდების სამატჩო რაზმები შეხვედრამდე 24 საათით ადრე დასახელდება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.12714