ამბები

1:41 | 4.06.2014 | ნანახია 3201 - ჯერ

ქალთა შვიდკაცას ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

7-8 ივნისს ნორვეგიის ქალაქ ბერგენში გაიმართება ფირა-აერის ქალთა რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის გათამაშება. საქართველოს ქალთა ნაკრები ნორვეგიაში ორშაბათს გაემგზავრა, სადაც აგრძელებს მზადებას აღნიშნული ტურნირისათვის.

ქალთა ევროპის ჩემპიონატის გამართვა ორ ეტაპად იყო დაგეგმილი, მაგრამ უკრაინაში მომხდარი მოვლენების გამო, ოდესის ეტაპის გაუქმება მოხდა.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ჩეხეთის, პოლონეთისა და დანიის ქალთა ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.

საქართველოს ქალთა რაგბი 7-ის ნაკრები A დივიზიონში შარშან ამოვიდა. მთავარი მწვრთნელის ჯაბა მალაღურაძის განცხადებით, გუნდის მიზანს დივიზიონში გამარჯვება და ადგილის ელიტურ თორმეტ საუკეთესო ნაკრებს შორის დამკვიდრება წარმოადგენს, მაგრამ მოსამზადებელ ტურნირებზე გუნდს  ტრავმები დაუგროვდა და აქედან გამომდინარე, დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაც არ იქნება ურიგო შედეგი.

“წლის დასაწყისში უფრო ამბიციური გეგმები გვქონდა – ვუმიზნებდით ელიტურ, ტოპ თორმეტეულში ასვლას, მაგრამ მოსამზადებელ ტურნირებზე გოგონებმა ბევრი ტრავმა მიიღეს. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ მიმაჩნია, რომ  საქართველოს ქალთა რაგბი 7-ის ნაკრები შეძლებს ელიტაში ასვლას.

ჯგუფში ყველაზე ანგარიშგასაწევ მეტოქედ ჩეხეთის ნაკრები მიმაჩნია, მაგრამ საპლეიოფო ეტაპზე საკმაოდ ძლიერ რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში“, - განაცხადა ჯაბა მალაღურაძემ.

ტურნირის განრიგი: http://rugby.no/bergen2014/schedule

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი: http://rugby.no/bergen2014/

სთრიმის ბმული: www.norgesrugby.no

 

საქართველოს ქალთა რაგბი 7-ის ნაკრები

1. პოღოსიანი ანა

2. ელოშვილი ნინო

3. გოგსაძე ბელა

4. მაისურაძე მარეხი

5. გამსახურდია შორენა

6. ანდღულაძე ანა

7. ცინცქილაძე ნათია

8. კაშია ნანა

9. გვაზავა ქრისტინე

10. საღარაძე სალომე

11. მოდებაძე ქეთევან

12. კვაჭაძე ანა

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

ექიმი: ილია ლათიბაშვილი

ფიზიო: რუსუდან კუპატაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105393